მღვდელმა ერთხელ დიდგვაროვან ოჯახში ისადილა. სადილის შემდეგ, როცა მღვდელი უკვე წასული იყო, დიასახლისმა მეუღლეს უთხრა:
- "მგონი მან ჩვენი კოვზი ხელს გააყოლა".
ქალს ეს საკითხი მთელი წელი გულს უღღრნიდა. ერთი წლის შემდეგ მღვდელი ისევ ეწვია მათ სადილზე. დიასახლისმა ვერ მოითმინა და მას ჰკითხა:
- " თქვენ მოიპარეთ ჩვენი კოვზი"?
მღვდელმა მშვიდად მიუგო:
- " არა, მე ის მხოლოდ თქვენს ბიბლიაში ჩავდე".