აშშ-ში ფანარის მთავარეპისკოპოსმა ჰომოსექსუალი წყვილის შვილები მონათლა

აშშ-ში ფანარის მთავარეპისკოპოსმა ჰომოსექსუალი წყვილის შვილები მონათლა. ფოტო: Facebook-страница Джорджа Бусиса

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკელმა არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორემ პირველად საბერძნეთში ჰომოსექსუალთა „ოჯახის“ შვილები მონათლა.

2022 წლის 9 ივლისს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორემ მონათლა ჰომოსექსუალების „ოჯახის“ შვილები - მსახიობი ევანგელოს ბუსისი და ტანსაცმლის დიზაინერი პიტერ დუნდასის შვილები. ამის შესახებ Greek Reporter-ი წერს.

ბერძენი წყვილის შვილები, ალექსიოსი და ელენი, ათენის გარეუბანში, ვულიაგმენში მონათლეს.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში ისტორიაში პირველად გაკეთდა ასეთი რამ, წერენ მედიაში. „გუშინ მართლაც განსაკუთრებული მომენტი იყო, არა მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის <...> მადლობა ჩვენს დიდ სულიერ ლიდერს“, ციტირებს ბერძნული გამოცემა ჯორჯ ბუსისის ძმის, ევანგელოს ბუსისის Facebook-ის პოსტს.

ნათლობის ფრაგმენტი ბერძნულმა YouTube არხმა Church Online გამოაქვეყნა. ვიდეოს ქვეშ კომენტარები ძირითადად უარყოფითია. "რა ხდება, სულ გავგიჟდით... რა, ეს ნორმალურია?????" – დააკომენტარა სოც. ქსელის მომხმარებელმა Ελληνας Ορθοδοξος.

„უკანასკნელ დროში მწყემსები ფარაზე უარესები გახდებიან“, — წერდა Χρυσανθη Κοκκινακη.

"არ მჯერა, რომ აქამდე დავეცით, ბოდიში, ღმერთმა გვაპატიოს!". კომენტარი გააკეთა გამომწერმა Bessy Bessy.

მჟკ-ის ცნობით, ლგბტ და ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეებმა საქართველოში მასობრივი აქცია გამართეს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus