დუმენკო ლონდონში მეუ-ს მიმართ დისკრიმინაციაზე ჩიოდა

დუმენკოს გამოსვლა რელიგიის თავისუფლებაზე მიძღვნილ კონფერენციაზე. ფოტო: pomisna.info

რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო კონფერენციაზე ეპიფანემ განაცხადა, რომ მეუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება".

2022 წლის 5 ივლისს, ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ რელიგიური თავისუფლების კონფერენციაზე, „მიტროპოლიტმა“ ეპიფანემ წამოაყენა პრეტენზია კრემლის წინააღმდეგ ოკუპირებულ უკრაინაში მეუ-ს მიმართ დისკრიმინაციის გამო. გამოსვლის ტექსტი გამოქვეყნებულია მეუ-ს ვებსაიტზე.

ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე შეიკრიბნენ სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტარები, რელიგიური ლიდერები და სოციალური აქტივისტები, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაგალითზე ჩვენ კარგად ვიცით ყალბი „ღირებულებები“, რომელსაც კრემლი ატარებს. ჩვენი ეკლესიის თემები, ისევე როგორც ყველა რელიგიური ორგანიზაციების თემები ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოკუპირებულ ნაწილებSi, მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან“, - განაცხადა დუმენკომ.

მეუ-ს ხელმძღვანელის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა რუსეთში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. დუმენკომ კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა, „აკონტროლონ და გაასაჯაროონ თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაულის კონკრეტული ფაქტები“ მეზობელ ქვეყანაში.

„როგორც საბჭოთა კავშირში რელიგიის კომუნისტური დევნის დროს, ახლა კი პუტინის რუსეთში, საერთაშორისო საზოგადოების უკომპრომისო ყურადღება რელიგიური თავისუფლებისადმი ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა მან.

როგორც მჟკ იტყობინება, კნიაჟპოლში, მეუ-ს წევრები, ხელისუფლების დახმარებით, ცდილობდნენ უმე-ის ტაძრის ხელში ჩაგდებას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus