ფილარეტი: ჩვენ შეგვეძლო ლავრა დაგვეკავებინა, მაგრამ უარი ვთქვით

ფილარეტ დენისენკო. ფოტო: Укринформ

კიევის საპატრიარქოს მეთაურმა განაცხადა, რომ არასწორი იყო ეკლესიების მიტაცებით ხელისუფლებაში მოსვლა.

ეკლესიაში ყველაფერი თავისუფალი და ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ამის შესახებ ფილარეტ დენისენკომ უპასუხა ყოფილი სახალხო დეპუტატის იგორ მოსიიჩუკის შეკითხვას, თუ რა არის დღეს უფრო მნიშვნელოვანი რელიგიური სტრუქტურებისთვის - დიალოგი თუ საეკლესიო თემების იძულებითი შეერთება.

„გვქონდა ლავრას აღების შესაძლებლობა, მაგრამ უარვყავით, რადგან ეს არაეკლესიური გზაა. ეკლესიაში ყველაფერი ნებაყოფლობით უნდა გაკეთდეს, ამიტომ ჩვენ ნებაყოფლობით უნდა გავერთიანდეთ ერთ ადგილობრივ უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში“, - განაცხადა დენისენკომ.

ფილარეტის აზრით, იერარქები ეკლესიას და ღმერთს უნდა ემსახურონ და არა საკუთარ ინტერესებს.

”საკუთარ ინტერესებს არ უნდა ემსახუროთ, რადგან არის სიკვდილი და სიკვდილის შემდეგ არის განკითხვა და ვერავინ გაექცევა ამ განაჩენს. ამჟამინდელ ლიდერებს მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ რატომ ყოფენ ერთიან ეკლესიას“, - მკაცრად აღნიშნა უმე(კ)-ის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ფილარეტ დენისენკომ მის უნეტარესს მიტროპოლიტ ონუფრის და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა უკრაინაში ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნის იდეით.

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუ-მ შექმნა სტრუქტურა ,,კიევ-პეჩორის ლავრა’’  და მათ სურთ მონასტრის ზედა ნაწილში მდებარე ერთ-ერთი ეკლესია სარგებლობაში მიიღონ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus