ფასტოვში ტაძრის წინამძღვარი სცემეს, მაგრამ მორწმუნეები იცავდნენ ეკლესიას

მეუ-ს ,,მღვდლის'' მიერ ტაძრის წინამძღოლზე წიხლის დარტყმის მომენტი. ფოტო: скриншот видео ютуб-канала УПЦ

მეუ-ის „მღვდელმა“ ფასტოვის პოკროვსკის ეკლესიის წინამძროლს მკერდში წიხლი ჩაარტყა.

2022 წლის 2 ივნისს, ფასტოვში, პოკროვსკის ეკლესიის საზოგადოებამ მოახერხა თავისი სალოცავის დაცვა მეუ-ს თავდამსხმელებისგან, - იუწყება უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი.

როგორც კიევის ეპარქიის მაკაროვსკის ვიკარიატის მდივანმა, არქიმანდრიტმა ფილარეტმა (იეგოროვმა) თქვა: „დაახლოებით დილის 8 საათზე, უმე-ის კიევის ეპარქიის მაკაროვსკის ვიკარიატის სასულიერო პირებმა დაიწყეს ლოცვა ტაძრიდან მოშორებით. პარალელურად, ტაძრის შესასვლელი გადაკეტეს მეუ-ს წარმომადგენლებმა, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს მორწმუნეებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ცდილობდა დაპირისპირების განმუხტვას, წინამძღოლს, მამა ანატოლის, წიხლი ჩაარტყეს მკერდში, რის შემდეგაც იგი მიწაზე დაეცა.

ვიდეოში, რომელიც უმე-ში გამოქვეყნდა, ჩანს, რომ მეუ-ს ერთ-ერთმა „მღვდელმა“ წინამძღოლს წიხლი დაარტყა. მამა ანატოლი დაეცა,  გამოიძახეს სასწრაფო.

სანამ მღვდელს დახმარებას უწევდნენ, მეუ-ს მხარდამჭერებმა გაჭრეს ტაძრის შემოსასვლელი კარების საკეტი. თუმცა შიდა, თითქმის 300 წლის წინანდელი კარები ძველი საკეტით ვერ გატეხეს.

უმე-ის სასულიერო პირებმა ეროვნული პოლიცია გამოიძახეს. თუ თავდაპირველად სამართალდამცავებმა ამჯობინეს არ ჩარეულიყვნენ სიტუაციაში, მაშინ როცა ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი რაზმი მივიდა, სიტუაცია შეიცვალა.

„სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უმე-ის სასულიერო პირებთან საუბრის შემდეგ გაარკვიეს, რომ საზოგადოებას აქვს ყველა კანონიერი საფუძველი ლოცვისთვის პაკროვსკის ეკლესიაში, რაც, ფაქტობრივად, აფერხებს ღვთისმსახურების ჩატარებას. აქ შეკრებილები არ ეკუთვნიან რელიგიურ თემს. მათ ნება დართეს უმე-ის მრევლს ტაძარში შესულიყვნენ და იქ ემსახურათ. სასულიერო პირებმა უფალს მადლობა შესწირეს, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ ეკლესიაში ელოცათ ასეთ დიდ დღესასწაულზე, როდესაც მოხდა მათი ტაძრის ხელყოფა, ასევე მადლობა გადაუხადეს ეროვნული პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც განმუხტეს სიტუაცია. ვითარებამ დაადასტურა რელიგიური თემის კანონიერი კონსტიტუციური უფლება“, - განაცხადა მამა ფილარეტმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, ფასტოვში, რადიკალები შეიჭრნენ უმე-ის პაკროვის ეკლესიაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus