სერბეთის პატრიარქმა მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოაცხადა

24 მაისი 2022 16:39
9
სერბეთის პატრიარქმა მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოაცხადა

პატრიარქმა პორფირიმ განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა ერთხმად უპასუხა "მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის - ოჰრიდის მთავარეპისკოპოსის" მოთხოვნას და ცნო მისი ავტოკეფალია.

24 მაისს, სკოპიეში, წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის საკათედრო ტაძარში, წმინდა კირილესა და მეთოდეს დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა საზეიმო სიტყვა წარმოთქვა. პატრიარქმა პორფირიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეპისკოპოსთა წმინდა სინოდმა ე.წ. „მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის - ოჰრიდის მთავარეპისკოპოსის“ მოთხოვნას ერთხმად გამოეხმაურა და ავტოკეფალიის სტატუსი აღიარა.

„სულ ახლახან დავინახე სიხარული და სიყვარული თითოეული თქვენგანის თვალებში! მე ვგრძნობ ვალდებულებას და მოვალეობას როგორც ჩემი, ისე სერბეთის ეკლესიის იერარქების წინაშე და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავძლიეთ ცდუნება და ახლა ერთიანი ვართ. ახლა მინდა გითხრათ კარგი ამბავი! სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უპასუხა მაკედონიის ეკლესიის თხოვნას და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მისი ავტოკეფალური სტატუსის აღიარებაზე“, - ციტირებს romfea.gr პატრიარქ პორფირის.

პატრიარქ პორფირის მიერ ავტოკაფალიის გამოცხადების შემდეგ კირილესა და მეთოდეს ტაძრის ზარები დარეკეს და დარბაზი აპლოდისმენტებით აივსო.

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭომ წმინდა სინოდს მაკედონიის ეკლესიასთან თანამშრომლობით უფლება მისცა შეიმუშაოს ტექნიკური დეტალები, რის შემდეგაც გამოცხადდება გადაწყვეტილება ავტოკეფალიის შესაბამისი ტექსტით. ამის შემდეგ ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა ადგილობრივ ეკლესიებს ამცნობენ.

როგორც მჟკ იტყობინება, სერბეთის ეკლესიამ განკურნა მაკედონიური განხეთქილება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ