უმე-ის მღვდელი: ასი წლის წინ ვიყავით "გერმანიის ჯაშუშები",ახლა - ,,რუსეთის"

დეკანოზი მიხეილ ვარახობა. ფოტო : скриншот видео страницы Виктории Кохановской в Facebook

ხმელნიცკის ეპარქიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, დეკანოზმა მიხეილ ვარახობამ აღნიშნა, რომ ეკლესიის დღევანდელი დევნა 1922 წლის მოვლენებს ჰგავს.

დეკანოზმა მიხეილ ვარახობამ, ხმელნიცკის ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ისაუბრა იმ დევნაზე, რომელსაც უმე-ის მღვდლები აწყდებიან ხელისუფლებისა და მეუ-ს მხარდამჭერებისგან, შეადარა ისინი ეკლესიის დევნას გასული საუკუნის 20-იან წლებს. ამის შესახებ მან უფლებადამცველ ვიქტორია კოხანოვსკაიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ყველაფერი, რაც დღეს ხდება, მახსენებს ასი წლის წინანდელ მოვლენებს, როდესაც ბოლშევიკებმა დაადანაშაულეს ჩვენი მღვდლები გერმანიის აგენტებად და დახვრიტეს ისინი“, - განაცხადა მამა მიხეილმა.

მღვდელმა ასევე აღნიშნა, რომ მართლმადიდებლები არ არიან მიჩვეულები აგრესიითა და ჩხუბით პრობლემების გადაჭრას.

”ორი ათასი წლის განმავლობაში ჩვენ ვასწავლით ჩვენს სამწყსოს ბოროტებაზე სიკეთით უპასუხონ. როცა მოდიან ჩვენი მღვდლების საცემად, ჩვენი ბებიები მუხლებზე ეცემიან და ბოროტმოქმედებზე ლოცვას იწყებენ“, - ამბობს მღვდელი.

როგორც მჟკ იტყობინება, უმე-ის მღვდელმა თქვა, რომ ეკლესიის დევნაზე პასუხის გაცემა ყველას მოუწევს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus