სერბეთის ეკლესიამ აღმოფხვრა მაკედონიური განხეთქილება

სერბეთის ეკლესიამ გამოაცხადა მაკედონიის ეკლესიის განხეთქილების მოგვარებაზე. ფოტო: dw.com

სერბეთის საპატრიარქო იღებს მაკედონიის ეკლესიას ავტონომიის უფლებით.

2022 წლის 16 მაისს სერბეთის ეკლესიამ გამოაცხადა, რომ მიიღო „მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის - ოჰრიდის არქიეპარქიის“ წმიდა სინოდის აქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მაკედონელები ოფიციალურად იღებენ ავტონომიური ეკლესიის სტატუსს სერბეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში, რომელიც მას 1959 წლის გადაწყვეტილებით მიენიჭა. განცხადება სმე-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სმე-ის სინოდმა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა „1967 წელს ავტოკეფალიის ცალმხრივი გამოცხადებით გამოწვეული ლიტურგიული და კანონიკური ზიარების შეწყვეტის მიზეზები უკვე აღმოიფხვრა, დამყარდა სრული ლიტურგიული და კანონიკური ზიარება“ სმე-სა და მაკედონიის მართმადიდებლურ ეკლესიას შორის. პარალელურად გაგრძელდება დიალოგი მაკედონელთა სამომავლო საბოლოო სტატუსზე.

„მომავლისა და, შესაძლოა, კანონიკური სტატუსის შესახებ დიალოგში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო-კანონიკური და საეკლესიო-პასტორალური პრინციპებით, კრიტერიუმებითა და ნორმებით იხელმძღვანელებს“, - ნათქვამია სმე-ის განცხადებაში. ამასთან, სერბეთის საპატრიარქომ აღნიშნა, რომ „პოლიტიკურმა“ და „გეოპოლიტიკურმა“ ძალებმა არ უნდა განახორციელონ ზეწოლა ამ საკითხზე.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ასევე გამოაცხადა, რომ არ ჩაერევა მაკედონიის ეკლესიის და მისი იურისდიქციის ოფიციალურ სახელწოდებაში - უცხოური სამრევლოები და ეპარქიები.

სინოდს დოკუმენტში ფანარის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარება არ უხსენებია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 9 მაისს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა პატრიარქ ბართლომეს ხელმძღვანელობით აღიარა მაკედონიური ეკლესია და შევიდა ევქარისტიულ ზიარებაში მის „სასულიერო პირებთან“.

როგორც მჟკ იტყობინება, სერბული მედია ამას სერბეთის ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus