ოლევსკის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა ჟიტომირში კენჭი უყარეს უმე-ს აკრძალვას

ქალაქი ოლევსკი. ფოტო: jewaje.org

ოლევსკში უმე-ის აკრძალვის გადაწყვეტილება ძალაში მერის ხელმოწერის შემდეგ შევა.

ჟიტომირის რაიონის ქალაქ ოლევსკში 2022 წლის 10 მაისს დეპუტატებმა გადაწყვიტეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვა. ამის შესახებ ,,უკრინფორმი’’ იტყობინება.

უმე-ის გარდა, დეპუტატებმა აკრძალეს „სხვა რელიგიური თემები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში“. კონკრეტულად რომელი - საკრებულოში არ აკონკრეტებენ.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვას მხარი 22 დეპუტატიდან 18-მა დაუჭირა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ვოლინის რეგიონალური საბჭო განიხილავს საკითხს "ერთი მართლმადიდებლური დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის აშენების შესახებ".

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus