ევროპის უკრაინული საზოგადოებები არ აღიარებენ ფანარის ძალაუფლებას, - უმე(კ)

ფილარეტ დენისენკო თავის «ეპისკოპოსებთან». ფოტო: cerkva.info

აშშ-ში უმე(კ)-ის ვიკარიატის მდივანმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აკრიტიკებს ფილარეტ დენისენკოს, რათა მიიზიდოს მხარდამჭერები უკრაინიდან.

უკრაინელები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა და ეპოვათ თავშესაფარი ევროპაში, არ აღიარებენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობას, წერს თავის ფეისბუქის გვერდზე აშშ-სა და კანადაში ლიკვიდირებული უმე(კ)-ს ფილადელფიის „ეპისკოპოსის“ ვიკარიატის მდივანი ბოგდან ზგობა.

მისი აზრით, უკრაინელების მიერ ფანარის არ აღიარება განპირობებულია იმით, რომ „ეს კავშირი არის ზედაპირული, ფორმალური და არ შეესაბამება მათ რელიგიურ მრწამსს და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობის ხერხს“.

ზგობა ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინული დიასპორის საკითხი არ შეიძლება მიანდონ „ჩავარდნილ ინსტიტუტებს და არასანდო ლიდერებს, რომლებიც უარს ამბობენ საზღვარგარეთ უკრაინელი ხალხის ინტერესების დაცვაზე“.

მან აღნიშნა, რომ უმე(კ)-ის ხელმძღვანელს ფილარეტ დენისენკოს თავს დაესხა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს სურდა უკრაინელი მომხრეების მოზიდვა.

როგორც მჟკ წერდა, ფანარმა ავსტრალიაში ფილარეტის სამრევლოები თავის სტრუქტურაში გააერთიანა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus