ვოლინის ს.ოზეროში მორწმუნეები "გადაიყვანეს" მეუ-ში, სანამ ისინი ლოცულობდნენ

სანამ მრევლი ტაძარში ლოცულობდა, მეუ სოფლის მოსახლეობას აგიტაციას უტარებს. ფოტო: скрин сюжета 12kanal.com

მეუ-ს მხარდამჭერებმა მოაწყვეს კენჭისყრა ს.ოზეროს საეკლესიო თემის გადაცემის თაობაზე, ხოლო თავად თემი წირვაზე ლოცულობდა, შემდეგ მრევლი ეკლესიიდან გააძევეს, კარები დალუქეს.

უმე-ის კიდევ ერთი ტაძარი ვოლინში "გადაეცა" მეუ-ს, ტაძრის წინამძღვრისა და მრევლის მონაწილეობის გარეშე. ლუცკის რაიონის სოფელ ოზეროში, სასულიერო პირებმა და მეუ-ს მხარდამჭერებმა წამოიწყეს სოფლის მაცხოვრებლების შეხვედრები შუამავლობის ეკლესიის დუმენკოს სტრუქტურაში "გადაცემის" საკითხზე. სანამ უმე-ის მორწმუნეები თავიანთ მღვდელთან ერთად წირვაზე ლოცულობდნენ, მეუ-ს „მღვდლები“, მიმდებარე სოფლებიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცები და სხვა აქტივისტები წყალსაცავის სანაპიროზე კენჭისყრას მართავდნენ.

მე-12 არხის ინფორმაციით, ტაძრის წინამძღვარი, მამა მიქაელი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ. სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა მიკროფონით გამოაცხადეს შუამავლობის ეკლესიის "გადასვლა" მეუ-ში და გაემართნენ ეკლესიისკენ, წირვის დასრულებას არც დალოდებოდნენ. მიუხედავად მრევლის პროტესტისა, „მორწმუნეთა“ ბრბომ მეუ-ს „მღვდლის“ ხელმძღვანელობით კარიბჭე გაარღვია და „მათი“ ეკლესიის ტერიტორიაზე შეიჭრა. მათ მამა მიქაელს გასაღები მოსთხოვეს, უარი რომ მიიღეს, კარები დალუქეს. როგორც ჟურნალისტებმა განაცხადეს, „არავინ გაჭრის კარებს“.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ აპრილში სქიზმატიკოსებმა ამ გეგმით უმე-ს ათობით ეკლესია „გადაიყვანეს“ მეუ-ში. მაისის დასაწყისში კი, პალჩაში, ვოლინის ეპარქიაში, ადგილობრივმა აქტივისტებმა შეხვედრაზე ხმა მისცეს ეკლესიის მეუ-ში გადაცემას და ტაძრის კარებზე საკეტი ჩამოხსნეს. ასევე, დუბიშტეში მდებარე ტაძარი წინამძღვრის პროტესტის მიუხედავად, მეუ-ს გადაეცა.

როგორც მჟკ წერდა, მართლმადიდებელ იურისტთა კავშირმა ადგილობრივ დონეზე ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების უკანონო მცდელობების შესახებ, შეაჩერონ უმე-ს თემების საქმიანობა განცხადება გააკეთა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus