ვოლინის ხელისუფლება უმე-ს აკრძალვის ინიციატივით გამოდის

მეუ-ს მიერ წართმეული ტაძარი სოფელ კრიმნოში. ფოტო: Волинські новини

ვოლინის რაიონული საბჭო განიხილავს საკითხს „ერთიანი მართლმადიდებლური დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის აშენების შესახებ“.

ვოლინის რაიონში დარეგისტრირდა პროექტი, რომელიც აკრძალავს უმე-ს საქმიანობას, გაუქმდეს უმე-ს წესდება და რელიგიური თემების სახელმწიფო რეგისტრაცია ვოლინის რეგიონში კანონით დადგენილი წესით. აშენდეს ,,ერთიანი მართლმადიდებლური დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესია“. იტყობინება ,,კონკურენტი''.

გადაწყვეტილების პროექტი პოლიტიკური პარტია „მომავლისთვის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, საოლქო საბჭოს დეპუტატის იგორ ლეხისა და ,,ხალხის მსახურიდან’’ ნიკოლაი ბულიგას მიერ იქნა ინიცირებული.

ოფიციალური პირები სთავაზობენ მიმართონ უკრაინის უმაღლეს რადას უკრაინაში უმე-ის საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების მოთხოვნით.

ამავდროულად, დეპუტატები მოუწოდებენ ვლადიმირ-ვოლინისა და ვოლინის ეპარქიების მმართველ ეპისკოპოსებს დაუყოვნებლივ დატოვონ უმე-ის რიგები და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მეუ-ს წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში უზენაეს რადაში ერთდროულად დარეგისტრირდა რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ უმე-ის საქმიანობის აკრძალვას შეეხებოდა.

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აკრიტიკებდა უმე-ის საქმიანობის აკრძალვის იდეას და მოუწოდა არ მოეხდინათ სპეკულირება რწმენის საკითხებზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus