საღმრთო მსახურება ბუჩაში განახლდა ომის შედეგად დაზარალებული უმე-ის ტაძარში

ქალაქ ბუჩაში ლიტურგიას დაესწრო დაბომბვას გადარჩენილი ხალხი. ფოტო: Facebook-страница Архимандрит Аркадий

საომარი მოქმედებების დროს დაზიანებულ ბუჩას პეტრე-პავლობის ეკლესიაში, ქალაქის განთავისუფლების შემდეგ პირველი ლიტურგია აღევლინა.

2022 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ტაძარში პირველი საღმრთო ლიტურგია აღევლინა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის ეპარქიის მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. დაბომბვის შედეგად დაზარალებული ქალაქ ბუჩის არქიმანდრიტი არკადი (დემჩენკო) ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იუწყება.

ტაძარში დღეს მისული მრევლი, რომელთა შორის ბევრი ბავშვიც იყო, რუსული ჯარის მიერ ქალაქის აღებისას ბუჩაში დარჩნენ. „დღეს განსაკუთრებული ღვთისმსახურება იყო - პირველი ბუჩას გათავისუფლების შემდეგ. მრევლი, რომელთა შორის ბევრი ბავშვი იყო, ის ხალხია, ვინც ქალაქში დარჩა და გადაურჩა ოკუპაციას“, - წერს მამა არკადი.

ღვთისმსახურების დროს აღევლინა დაღუპული ჯარისკაცების  და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსახსენიებელი ლოცვა. ასევე, უმე-ის წინამძღვრის, უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრის ლოცვა-კურთხევით ბუჩას მცხოვრებლებს ტაძარში საკვები, ტანსაცმელი და აუცილებელი ნივთები დაურიგეს.

მანამდე კიევის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ოლგინსკაიას თემმა, ბუჩას მაცხოვრებლებისთვის, მამა არკადის  რუმინეთიდან ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

როგორც მჟკ იტყობინებოდა, კიევის რეგიონში, ბუჩაში, უმე-ის ტაძარი დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus