საქმეთამმართველი: უმე-ის მდგომარეობა ახლა სებასტიელი მოწამეების მსგავსია

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: news.church.ua

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ შეახსენა უმე-ის მორწმუნეებს, რომ მიწიერ საზრდოზე ზრუნვისას არ უნდა დავშორდეთ რწმენას.

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ (პაკანიჩი) ორმოცი სებასტიელი  მოწამის ხსენების დღეს აღნიშნა, რომ ქრისტიანები, ისევე როგორც მეოთხე საუკუნეში, დღესაც, აკეთებენ არჩევანს: მოითმინონ ტანჯვა ქრისტესთვის თუ უარი თქვან მასზე მიწიერი საზრდოს გამო.

„ეკლესია 40 სებასტელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს. მათ აიძულეს ქრიტეს უარყოფა. მათი უარის შემდეგ რომაელებმა ისინი გააშიშვლეს და გაყინულ ტბაში ჩააყენეს. იქვე დადგეს თბილი აბაზანა, რათა ქრისტეს უარმყოფელთ მასში გათბობა შესძლებოდა. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება, რა მტკივნეული წამება იყო ეს. ეს ორი ადგილი: ყინულის ტბა და ცხელი აბაზანა - სიმბოლოა არჩევანისა, რომლის წინაშეც ყველა ქრისტიანი დგას: მზად არის მაცხოვართან ერთად იტანჯოს, თუ სინდისთან გარიგების სანაცვლოდ მიწიერ საზრდოს აირჩევს?“ - თქვა ვლადიკა ანტონიმ.

„სებასტიელი მოწამეები ცხოვრობდნენ IV საუკუნეში, ჩვენ ვცხოვრობთ 21-ში, მაგრამ მას შემდეგ ქრისტიანებისთვის ცოტა რამ შეიცვალა. ჩვენ, როგორც ადრე, იგივე არჩევანს გვთავაზობენ - ცივ ტბას თუ თბილ აბაზანას. ჩვენ ვირჩევთ - ვიტანჯებით თუ არა ქრისტესთვის, თუ ვზრუნავთ ხორციელ საზრდოზე. ახლა ტრაგიკული მოვლენები ხდება, ომია, ჩვენი ხალხი იღუპება. ჩვენს მღვდლებს იტაცებენ, ბერებს აძევებენ მონასტრებიდან, ეკლესიებს ართმევენ თემებს. არიან ისეთებიც, ვინც ამას ვერ იტანს და მათი გაგება შეიძლება. ძალიან რთულია ყინულივით ცივ წყალში დგომა და თბილ აბაზანის ყურება“, - ამბობს უმე-ის ხელმძღვანელი.

მიტროპოლიტმა ანტონმა მორწმუნეებს შეახსენა, რომ 40 მოწამიდან მხოლოდ ერთი ჩაბარდა, მისი სახელი იყო მელიტონი. თუმცა ვერ მიაღწია იმ სითბოს, რასაც ელოდა: ცხელ აბაზანაში შესვლისთანავე დაეცა და გარდაიცვალა. მის ნაცვლად მოვიდა ერთი ჯარისკაცი, რომელმაც მიიღო მეორმოცე გვირგვინი.

„თბილი აბაზანა ილუზიაა. მასში სითბოს შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, ხოლო სინდისის დაკარგვით შიძლება სულიერად მოკვდეთ და პირიქით, გვირგვინს დაადგამენ მას, ვინც ბოლომდე ერთგულია, ვინც არ ცდილობს მიწიერი პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას, ვინც არ იტყვის უარს რწმენაზე და არ მიდის კომპრომისზე, სადაც ეს ღალატს ნიშნავს“, - შეაჯამა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ მორწმუნეებს მოუწოდა, ერთგულები დარჩნენ ქრისტეს ერთგულნი ყველაზე რთულ განსაცდელშიც კი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus