მეუ-ს მხარდამჭერებმა ვინიცის ეპარქიის ს. პენკოვკაში აიღეს უმე-ის ტაძარი

15 მარტი 19:42
0
მეუ-ს მხარდამჭერებმა ვინიცის ეპარქიის ს. პენკოვკაში აიღეს უმე-ის ტაძარი

მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე სოფელ პენკოვკაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში და გამოაცხადეს მისი გადასვლა მეუ-ში.

2022 წლის 13 მარტს, ვინიცის ეპარქიის ლიტინის რაიონის სოფელ პენკოვკაში, მეუ-ს მხარდამჭერებმა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მიიტაცეს, დაწერა ტაძრის წინამძღვრის მამა ვიტალის მეუღლემ დედაო სვეტლანა ნედიპიჩმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„სამწლიანი დაპირისპირება, მუქარა, ბრალდებები, სასამართლო პროცესი უმე-ის რელიგიური თემების წინააღმდეგ სოფ. პენკოვკაში, - წერდა მამაოს ცოლი. – შედეგი: მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებებისა უმე-ის სასარგებლოდ, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციისა, როდესაც ქრისტიანები უნდა შეიკრიბონ საერთო მტრის წინააღმდეგ, ევედრებოდნენ ღმერთს მშვიდობისთვის... დაახლოებით 100 კაცი მიმდებარე სოფლებიდან - 20 ქალის წინააღმდეგ. მხოლოდ ლოცვით შეიარაღებული მოხუცი ქალები… ასეთი იყო მართლმადიდებლობის ზეიმი პენკოვსკში.

სვეტლანამ თქვა: „მაშინ როცა უკრაინის მტერი გარედან გვებრძვის, იხოცებიან  ჩვენი ვაჟები , ომში მყოფი კაცები, „პატრიოტები“ მას შიგნიდან ებრძვიან, ებრძვიან 80 წლის ქალებს და ბავშვებს. "

როგორც მჟკ წერს, 2019 წლიდან სოფელ პენკოვკას უმე-ის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის საზოგადოება წინააღმდეგობას უწევს ეკლესიის იძულებით გადაცემას მეუ-სთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ