პატრიარქი პორფირი: ჩვენს ძმებს შორის ომი სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის

სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღბვარი პატრიარქი პორფირი. ფოტო: скриншот видео youtube-канала Информативна служба СПЦ

უკრაინის ომმა შესაძლოა გამწვავება გამოიწვიოს ყოფილ იუგოსლავიაში, სადაც კონფლიქტების შემდეგ ბოლომდე შერიგება არ მომხდარა, განაცხადა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა.

ჩვენს რუს და უკრაინელ ძმებს შორის ომი ტანჯვას ამ ხალხებს, მაგრამ ასევე საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს დაყოფას და განსაკუთრებით ყოფილი იუგოსლავიის რეგიონებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად შერიგებული, განაცხადა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა პორფირიმ თავის ქადაგებაში ბელგრადში.

მისი თქმით, ახლა, როცა ევროპაში ახალი ომი დაიწყო, ბევრს ჯერ კიდევ ახსოვს ყოფილი იუგოსლავიის ტრაგიკული ომები და კონფლიქტები. „ეს ომი იწვევს ტანჯვას და განხეთქილებას, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენს რუს და უკრაინელ ძმებს შორის, ის ემუქრება ტანჯვითა და განხეთქილებით როგორც მთელ მსოფლიოს, ასევე ევროპასაც, სადაც ვგრძნობთ, რომ ტრაგედია ახლოვდება“, - მიიჩნევს სერბეთის პატრიარქი

მან სერბებს ლტოლვილებისადმი თანაგრძნობისკენ და მათთვის დახმარების გაწევისკენ მოუწოდა. „ქრისტე ღმერთის გულისთვის ჩვენ ვალდებულნი ვართ დავამტკიცოთ ჭეშმარიტი სიყვარული, ევანგელური და ქრისტიანული სიყვარული და არა მხოლოდ ჩვენს სახლებში მივიღოთ ის ადამიანები, რომლებიც მოდიან ლტოლვილებად, არამედ შემოვუშვათ ისინი ჩვენს გულებში, შევიყვაროთ ისინი. “ - განაცხადა პატრიარქმა პორფირიმ.

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მოუწოდა ილოცონ ომის ნაცვლად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, „რადგან მშვიდობას ფასი არ აქვს“. მან ასევე ისაუბრა საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის შემოწირულობების შეგროვებაზე, რომელიც გადაეცემა უმე-ის წინამძღვარს, უნეტარეს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის.  

როგორც მჟკ იტყობინება, სერბეთის ეკლესია დაეხმარება უმე-ს და მიტროპოლიტ ონუფრის.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus