მოულოდნელად: იანუკოვიჩმა ზელენსკის სახარებიდან ციტატებით მიმართა

ვიქტორ იანუკოვიჩი. ფოტო: kommersant.ru

უკრაინის ექსპრეზიდენტმა, რომელიც მოულოდნელად დაბრუნდა პოლიტიკაში, ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურს მშვიდობისმყოფელის მოწოდებით მიმართა.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელმაც 2014 წელს ევრომაიდანში ჩათრეული ქვეყანა დატოვა, მოულოდნელად დაბრუნდა პოლიტიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ღია მიმართვით, სადაც სახარებიდან ციტატების გამოყენებით მან მოუწოდა სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს შეეჩერებინა საომარი მოქმედებები „ნებისმიერ ფასად“. მიმართვის ტექსტი ტელეგრამის არხმა Klymenko Time-მა გამოაქვეყნა.

იანუკოვიჩი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ზელენსკი უკრაინაში ომის შეწყვეტას დაჰპირდა ხალხს, რისთვისაც მილიონობით უკრაინელის მხარდაჭერა მიიღო. „პირველ დღეს დაჰპირდით, რომ შეწყვეტთ ომს უკრაინაში და ამიტომაც უკრაინამ მხარი დაგიჭირათ. შეგეძლოთ მსოფლიოს პრეზიდენტი გამხდარიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, - წერს ექს-პრეზიდენტი.

მას მიაჩნია, რომ ზელენსკი ვალდებულია დათმოს პირადი ამბიციები და „ნებისმიერ ფასად შეაჩეროს სისხლისღვრა და მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას“, როგორც ამას მისგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში. „უკრაინელი ხალხი და თქვენი პარტნიორები დასავლეთში თქვენი მადლობელი იქნებიან . „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ მათ ღვთის ძეებად იწოდებიან“ (მათე სახარება, თავი 5, თავი 9, მუხლი 9)“ - დაასრულა იანუკოვიჩმა მიმართვა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 მარტს ბელორუსში, უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრის დროს, ვიქტორ იანუკოვიჩის კერძო თვითმფრინავი მინსკში ჩაფრინდა.

2014 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა დატოვა ქვეყანა და გაფრინდა რუსეთში, სადაც რამდენიმე გამოსვლის შემდეგ შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. ომის დაწყებისთანავე მათ დაიწყეს რუსეთის მიერ უკრაინაში მარიონეტული მთავრობის შექმნის შესაძლებლობის განხილვა იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით.

როგორც მჟკ იტყობინება, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus