უნიატებმა აიღეს უმე-ის ტაძარი ივანო-ფრანკოვსკის მახლობლად

დარბევის ინიციატორი იყო უბ-კე-ის მღვდელი მიხეილ არსენიჩი. ფოტო: СПЖ

კოლომიის რაიონის სოფელ ცენიავაში, უნიატებმა უმე-ის მორწმუნეებს წაართვეს  ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.

2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა უმე-ს წაართვეს ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ამის შესახებ თემის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი მალიშმა განუცხადა. 

მღვდელის თქმით, უბ-კე-ის მხარდამჭერებმა მიხეილ არსენიჩის ხელმძღვანელობით ბარბაროსულად წაართვეს ტაძარი - მათ გაჭრეს საკეტები, შეამტვრიეს კარები, გააძევეს მრევლი. რამდენიმე მორწმუნე მოვიდა, მაგრამ მღვდელმა არ შეკრიბა ხალხი ტაძრის დასაცავად, რათა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა, რადგან დამპყრობლებს ჰქონდათ იარაღი, მათ შორის ავტომატები. 

სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან, თუმცა ადრე დაჰპირდნენ, რომ ტაძართან დადგებოდნენ. მეტიც, ტაძარში პოლიციის გამოძახების შემდეგაც, არც ერთი სამართალდამცავი არ მისულა. 

თავდამსხმელებმა თავიანთი უმოქმედობის მიზეზად ომი დაასახელეს. თავის მხრივ, დეკანოზმა გიორგიმ შესთავაზა ტაძრის შენობის დათმობა დევნილებისთვის ღამის გასათევად, მაგრამ არსენიჩმა უარი განაცხადა. 

უმე-ის მორწმუნეებს უფლება მიეცათ აეღოთ ანტიმენსია, საღვთისმსახურო შესამოსელი და ზოგიერთი საეკლესიო ჭურჭელი. 

მღვდელმა თქვა, რომ ტაძარი, რომელიც ლეგალურად ეკუთვნის უმე-ს, 10 წლის წინ აშენდა მრევლის სახსრებით. 

როგორც მჟკ წერდა, რადიკალებმა უკვე სცადეს უმე მრევლის ეკლესიიდან გაძევება.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus