მარიუპოლში უცნობმა ფორმიანებმა გაძარცვეს საკათედრო ტაძარი და სცემეს მღვდელი

უმე-ის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი მარიუპოლში. ფოტო: wikimapia.org

მარიუპოლში უცნობმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს ემე-ს-ის წმინდა ნიკოლოზის ტაძარზე.

სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ადამიანთა ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმა მოახდინა მარიუპოლის უმე-ის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარზე. ამის შესახებ დონეცკის ეპარქიის ოფიციალური ვებგვერდი «Донбасс Православный»  წერს.

სასულიერო პირის მიერ ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს ტაძარში შეიარაღებული მარადიორები შეიჭრნენ.

„შეიარაღებულმა პირებმა სცემეს თანამშრომელი ქალი, დაცვის თანამშრომელი და მღვდელი, აიღეს ფული ეკლესიის სეიფიდან, საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე გაიტაცეს სასულიერო პირების ორი მანქანა ტაძრის ტერიტორიიდან“, - ნათქვამია ეპარქიის ვებსაიტზე.

საკათედრო ტაძრის თანამშრომლებმა ვერ დაადგინეს ჯგუფის მიკუთვნება კონკრეტული ტიპის შეიარაღებული ფორმირებისთვის, რადგან ისინი "შოკურ მდგომარეობაში" იმყოფებოდნენ.

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოვოჟივოტოვოში, მეუ-ს მიმდევრებმა სცემეს მღვდელი და დაანგრიეს უმე-ის სალოცავი. 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus