პატ. თეოდორემ განაცხადა, რომ რმე-ს არ აქვს უფლება გაკიცხოს მეუ-ს მომხრეები

22 თებერვალი 2022 20:58
21
პატ. თეოდორემ განაცხადა, რომ რმე-ს არ აქვს უფლება გაკიცხოს მეუ-ს მომხრეები

ალექსანდრიის ეკლესიის მეთაური თვლის, რომ რუსეთის ეკლესიის პოზიციას  მეუ-სთან მიმართებით „აშკარად აკლია სერიუზულობა და მით უმეტეს კანონიკური შინაარსი“.

2022 წლის 14 თებერვალს ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ  პატრიარქ კირილესთან გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია იმათი განკითხვის უფლებამოსილება, ვინც მეუ აღიარა, იუწყება გამომცემლობა romalewfronimati.blogspot.com. 

დიდი ხნის განმავლობაში  უმე-ს მხარდამჭერის,  ალექსანდრიის პატრიარქის აზრით,  გადაწყვეტილებებს, რომლებიც რმე-ში იყო მიღებული მეუ-ს, როგორც განხეთქილების ორგანიზაციის, მიმართებით, „აშკარად აკლია სერიუზულობა და მით უმეტეს კანონიკური შინაარსი“.

„რუსეთის წმინდა ეკლესია, როგორც ეს მისი დამფუძნებლური და წესდების ტექსტებიდან ჩანს, არ ფლობს მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლესი სასამართლო ორგანოს იურისდიქციას და ამიტომ ვერანაირად ვერ განსჯის და განიკითხავს მსოფლიო პატრიარქს და სხვა პატრიარქებს (მეუ-ს აღიარებისთვის, - რედ.), - დაწერა ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა.

მან გაიხსენა, რომ 1590 წლის სინოდალური სიგელის თანახმად, რუსეთის პატრიარქი „კონსტანტინეს ქალაქს მისი თავისა და დასაბამის სამოციქულო ტახტად მიიჩნევს, ასევე სხვა პატრიარქები“.

ამასთან დაკავშირებით, პატრიარქმა თეოდორემ „ეკლესიის მყარი  და ფიქსირებული გადმოცემისა და კანონების შესაბამისად“, მიმართა ფანარიონის მეთაურს „სერიუზული დახმარებისთვის და ამ კანონიკური ანომალიის გადასაწყვეტად“.

„ყველა ეკლესიის საქმე გადაეცემა კონსტანტინოპოლის კათედრას და გადაწყვეტილებები მის მიერ მიიღება „ისე, თითქოს მათ ძველი რომის კანონებით ჰქონოდეთ პრივილეგიები. და თუ სხვა პატრიარქები აგრეთვე თანახმა იქნებიან, თუ საქმე მნიშვნელოვანი არ არის, მიღებული გადაწყვეტილება რჩება უცვლელი“, როგორც წერია 1663 წლის რუსეთის წმინდა ეკლესიის ოთხთა პატრიარქთა სინოდალურ ტომოსში“, - დაწერა ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა.

მან აგრეთვე მოითხოვა აფრიკაში რმე-ის საპატრიარქო ეგზარქოსის, კლინის მოტროპოლიტ ლეონიდეს თანამდებობიდან მოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატრიარქი თეოდორე მეუფე ლეონიდეს საეპისკოპოსო ხარისხის ჩამორთმევით  დაემუქრა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ბერძნულმა  გამომცემლობამ  «Кatanixi» მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის პატრიარქმა  მეუ  აღიარა, პატრიარქ თეოდორეს შეახსენა ის, რაც მან თავის დროზე თქვა: „ის, ვინც წესებს  ივიწებს, ღმერთსაც ივიწყებს. ნებისმიერი, ვინც კანონებს ივიწყებს, ივიწყებს, რომ ამ ეკლესიას ქრისტე მართავს“.

ჟურნალისტები წერენ, რომ უკრაინაში  თავისი ტურნეს დროს 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე „პატრიარქი იმყოფებოდა ოდესის მიტროპოლიტ აღათანგელოსთან და ოდესის ბევრ ტაძარსა და მონასტერში. ყველა ეკლესიაში, სადაც  მიდიოდა, ის მოუწოდებდა მორწმუნეებს უკრაინის მართლმადიდებელ  კანონიკურ ეკლესიაში დარჩენას“.

2018 წლის 27 სექტემბერს ოდესაში მყოფმა პატრიარქმა თეოდორემ განაცხადა: „ჭეშმარიტების გზა - კანონიკური ეკლესიის გზაა. უკრაინაში არის კანონიკური ეკლესია. დარჩით მისი ერთგულები“.

28 სექტემბერი: „უკრაინის ეკლესია თავის კანონიკურ სტატუსში უნდა დარჩეს. ჩვენ, აღმოსავლეთის პატრიარქები, ვერაფერს ვერ შევძენთ მას იმიტომ, რომ მას, როგორც ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიას,  ეს უკვე აქვს“.

1 ოქტომბერი: „მაგრამ უკრაინისთვის ამ რთულ დღეებში, ყველაზე მეტად  შენს გვერდით ყოფნა მიხარია (მიტროპოლიტ აღათანგელისთან - რედ.). ხვალიდან ვიწყებ მოღვაწეობას, რომ ვამცნო  და მოვუყვე ყველა წინამძღვარს ის, რაც უკრაინაში ვნახე. ყველას გლოცავთ - დარჩით უკრაინის კანონიკურ ეკლესიასთან ერთად“.

თუმცა მოგვიანებით პატრიარქმა თეოდორემ შეცვალა თავისი პოზიცია და აღიარა მეუ, რადგან „სურდა მხარდაჭერის გამოხატვა ჩვენი მსოფლიო პატრიარქისადმი და უკრაინელი ხალხის უფლებისადმი, რომ ჰქონდეს თავისი ავტოკეფალური ეკლესია“.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ მეუ-ს აღიარების გადაწყვეტილება გულმხურვალე ლოცვების შემდეგ იყო მიღებული.

2021 წლის 7 ოქტომბერს რუსულ ეკლესიაში ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორეს განხეთქილების მონაწილე უწოდეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ