„ეგზარქოსი - მოიხსნას“: ალექსანდრიის პატრიარქმა რმე-ს წინამძღვარს მიწერა

24 თებერვალი 2022 11:10
12
„ეგზარქოსი - მოიხსნას“: ალექსანდრიის პატრიარქმა რმე-ს წინამძღვარს მიწერა

ალექსანდრიის ეკლესიის წინამძღვარმა აფრიკაში რმე-ს ეგზარქოსს საეპისკოპოსო ხარისხის ჩამორთმევით დაემუქრა.

2022 წლის 14 თებერვალს ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ წერილით მიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილეს და მოითხოვა, რომ აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის მეთაური მოხსნას, იუწყება გამომცემლობა romalewfronimati.blogspot.com.

უწოდა რა პატრიარქ კირილეს „ქრისტესმიერი საყვარელი ძმა“ და „ჩვენი განზომილების თანამსახური“, ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ რმე-ის სინოდის გადაწყვეტილება აფრიკაში ეგზარქატის დაფუძნების შესახებ „სრულიად არაკანონიკურია და  ორთოდოქსული ეკლესიოლოგიის ფარგლებს სცილდება“.

პატრიარქი თეოდორე დარწმუნებულია, რომ რმე-ს პოზიცია მეუ-ს, როგორც განხეთქილების ორგანიზაციისადმი მიმართებით, „არასერიუზულია“, ხოლო რუსეთის ეკლესიას არ აქვს უფლებამოსილება  განსაჯოს ისინი, ვინც მეუ აღიარა.

მან პატრიარქ კირილეს აგრეთვე აუწყა, რომ აქამდე  „ლოცვითი და მეტყველი დუმილით“ ითმენდა, „ალექსანდრიის საპატრიარქოს ტერიტორიაზე კანონიკურად და ეკლესიოლოგურად გაუმართლებელი „ეგზარქატის“ შექმნას, მისი გაუქმების მოლოდინით“.

ალექსანდრიის ეკლესიის მეთაური კლინის ეპისკოპოს ლეონიდეს მიიჩნევს „აფრიკის „ეგზრქოსად“, რომელიც არასდროს არ ყოფილა“. თუმცა, „ბოროტება უკურნებელი რომ არ გახდეს“, მან პატრიარქ კირილეს, „ჩვენს საყვარელ მეგობარს“  მოუწოდა სასწრაფოდ გაიწვიოს „ეგრეთ წოდეწბული „ეგზარქოსი“ და გააუქმოს მისი დანიშვნა“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავსაჯოთ ის ყოვლადუსამღვდელოესობის მაღალი მსახურების უფლების ჩამორთმევით, როგორც ამას  საღმრთო და წმინდა კანონები მოითხოვენ“, - დაემუქრა პატრიარქი თეოდორე.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის საპატრიარქომ რმე-ის კლირიკოსები საეკლესიო სასამართლოზე გამოიძახა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ