ალექსანდრიის საპატრიარქომ საეკლესიო სასამართლოში რმე-ს კლირიკები გამოიძახა

ალექსანდრიის ეკლესიის სინოდის წევრები. ფოტო: romfea.gr

მღვდლები გიორგი მაქსიმოვი და ანდრეი ნოვიკოვი უნდა გამოცხადდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს სასამართლოში 24 თებერვალს.

2022 წლის 18 თებერვალს ალექსანდრიის საპატრიარქოს პირველი ინსტანციის სინოდალურმა სასამართლომ გადააგზავნა უწყება  მოსკოვის საპატრიარქოს     ორი კლირიკოსის თაობაზე საეკლესიო სასამართლოში, იუწყება გამოცემა "რომფეა".        

ალექსანდრიის საპატრიარქომ სასამართლოში გამოიძახა მღვდელი გიორგი მაქსიმოვი და მღვდელი ანდრეი ნოვიკოვი აფრიკის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებების ბრალდებით.

მღვდელმსახურები პირადად უნდა გამოცხადდნენ 2022 წლის 24 თებერვალს დილის 10 საათზე ალექსანდრიის ეკლესიის პირველი ინსტანციის სინოდალურ სასამართლოში საქმის გარჩევისთვის. გამოუცხადებლობის შემთხვევაში ისინი გასამართლდებიან დაუსწრებლად.

ადრე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე დასჯით დაემუქრა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ორ კლირიკს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus