მიტ. სერაფიმე ალექსანდრიის იერარქს ცილისწამებისთვის სასამართლოთი დაემუქრა

მიტროპოლიტი სერაფიმე. ფოტო: thetoc.gr

ვლადიკამ ალექსანდრიის ეპისკოპოსს შეახსენა, რომ პირეის მიტროპოლიის კომენტარი აფრიკაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მის სიტყვებზე იყო დაფუძნებული.

2022 წლის 18 თებერვალს, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ უპასუხა ალექსანდრიის ეკლესიის იერარქს, კამერუნის მიტროპოლიტ გრიგოლს, წერილობითი ბოდიშის მოხდის მოთხოვნით, იტყობინება ბერძნული გამოცემა Dogma.

მან ალექსანდრიელ იერარქს განუცხადა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის თავისუფლება და პირეის მიტროპოლიის მღვდელმსახურებს ,,კანონიკური ჩარჩოს მკაცრად დაცვით, აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად და დაუბრკოლებლად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და შეშფოთება ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ". 

მიტროპოლიტმა სერაფიმემ თავის კოლეგას შეახსენა, რომ პირეის მიტროპოლიის მიერ კომენტირებული ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ალექსანდრიის ეკლესიის ზოგიერთი იერარქი ეწინააღმდეგებოდა მეუ-ს აღიარებას, არის თავად მიტროპოლიტ გრიგოლის გამოსვლა, რომელიც „გამოქვეყნებულია ინტერნეტში და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს“.

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორეს მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მეუ-ს შემთხვევაში „ეკლესიის მთლიანობა საფრთხის ქვეშ დგას“ და პირეის მიტროპოლიის წარმომადგენლებმა, „ტკივილით აღძრულებმა, გამოხატეს თავიანთი გულისტკივილი და შესთავაზეს ერთობლივი ლოცვა კრიზისის დასაძლევად, პრობლემის გადაწყვეტის „თხოვნით“ და არა, როგორც თქვენ ამბობთ, „უადგილო შეთავაზებით“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, მიტროპოლიტ გრიგოლისთვის, მისი „გზავნილი შეიცავს სერიოზულ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომლებიც ჩვეულებრივ ექვემდებარება სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ დევნას და რომელიც თქვენ საჯაროდ გააჟღერეთ მეორე მსოფლიო კრების მეექვსე კანონით და სისხლის სამართლის კანონით დასჯადი დანაშაულის ჩადენით. ”

საუბარია მიტროპოლიტ გრიგოლის სიტყვებზე, რომელმაც მიანიშნა, რომ პირეის მიტროპოლიის პუბლიკაციები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედებების წინააღმდეგ მეუ-სთან და ეკუმენიზმთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელია, აქვს გარიგების ხასიათი.

„ვალდებული ხართ დაამტკიცოთ, როდის შეურაცხყო ჩვენმა უწყებამ ჩვენი წმინდა მსოფლიო საპატრიარქო და რა შეურაცხყოფით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა მტკიცებულება გაქვთ, რომ ამ საშინელ შეურაცხყოფას ახორციელებს ჩვენი მიტროპოლიის აპარატი ფინანსური ჯილდოსთვის. “ – აღნიშნა ვლადიკამ. 

„ამიტომ, ჩვენ ველოდებით თქვენი ბრალდებების მტკიცებულებებს ან ბოდიშის მოხდას საჯაროდ ამ აშკარა ცილისწამებისთვის, რომელიც თქვენ გაავრცელეთ ჩვენი მეტროპოლიის მიმართ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულები დაიცავენ თავიანთ უფლებებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სერაფიმემ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის ეკლესიის კამერუნის მიტროპოლიტმა გრიგოლმა  მოითხოვა პირეის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტ სერაფიმესგან ბოდიშის მოხდა განცხადებისათვის, რომელშიც ნათქვამია, რომ ალექსანდრიის ეკლესიის ზოგიერთი იერარქი ეწინააღმდეგებოდა მეუ-ს აღიარებას. 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus