რმე-ს ეგზარხოსი "ტაძარ-ქოხებზე" აფრიკაში: რას აკეთებდნენ ბერძნები 100 წელი?

მართმადიდებლებს აფრიკაში ასეთ ტაძრებში უწევთ ლოცვა. ფოტო: t.me/exarchleonid

მართლმადიდებელ ქრისტიანებს აფრიკულ ქვეყნებში უწევთ ლოცვა ძალიან ღარიბულ შენობებში.

რმე-ს საპატრიარქოს ეგზარხოსი აფრიკაში, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე რუსულ საექსპერტო სკოლაშთან ინტერვიუში აღშფოთდა კონტინენტზე მართლმადიდებელი ტაძრების მდგომარეობით . მისიონერული ჯგუფები მეუფეს მუდმივად  აბარებენ ანგარიშს საქმის ვითარებაზე ქრისტიანებს შორის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს შეერთებოდნენ რმე-ს. დიდი მრისხანება გამოიწვია ტაძრების ძალიან საცოდავმა მდგომარეობამ. ეგზარხოსმა აღნიშნა, რომ ადამიანებს უხდებათ ლოცვა და მსახურება ფაქტიურად სადაც მოუხდებათ. ეს რაღაც " ქოხებია", რომლებიც ნაჩაქარევად  არის აწყობილი თუნუქის ყუთებისგან და ა.შ.

მიტროპოლიტმა ლეონიდმა გაიხსენა, რომ ალექსანდრიის ეკლესიის იურისდიქცია გავრცელებულ იქნა მთელს კონტინენტზე XX საუკუნის დასაწყისში პატრიარქ მელეთის (მეტაკსაკისი) დროს. ამასთან დაკავშირებით ეგზარხოსმა დასვა შეკითხვა: "რა გაკეთდა ამ 100 წლის მანძილზე, თუ ჩვენ ჩამოვდივართ და ვხედავთ ამ  სიდუხჭირეს?". თავის მხრივ მან თქვა, რომ ტაძრების მშენებლობა არის აფრიკაში რმე-ს  მოღვაწეობის  ერთ-ერთი მიმართულება. ასევე იგეგმება სამონაზვნო თემების შექმნა და განათლების მისაღებად აფრიკელი სტუდენტების გაგზავნა  მოსკოვის სასულიერო სკოლებში. უკვე ახლა, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, პირველი ახალგაზრდა ადამიანები ემზადებიან რუსეთში ჩამოსასვლელად რუსული ენის შესასწავლად. არ შეწყვეტს რმე ასევე მისიონერულ მოღვაწეობას. დღეს მართლმადიდებლობის მიმართ გულწრფელ ინტერესს იჩენენ პროტესტანტული თემები და ითხოვენ რუსი კატეხიზატორების გაგზავნას.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ს ზაპოროჟიეს ეპარქიამ გადასცა ხატები და შესამოსელი ტანზანიის კლირიკებს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus