უმე-ს ზაპოროჟიეს ეპარქიამ გადასცა ტანზანიის კლირიკებს ხატები და შესამოსელი

17 თებერვალი 2022 17:29
15
უმე-ს ზაპოროჟიეს ეპარქიამ გადასცა ტანზანიის კლირიკებს ხატები და შესამოსელი

ზაპოროჟიესა  და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ  მართლმადიდებელ სამღვდელოებას ტანზანიაში გადასცა დახმარება, რომელიც მათთვის შეაგროვეს ეპარქიის სასულიერო პირებმა.

უმე-ს ზაპოროჟიეს ეპარქიამ გადასცა საეკლესიო ნივთები და შესამოსელი ღვთისმსახურებისათვის ტანზანიის კლირიკებს, იუწყება ეპარქიის საიტი.

საქველმოქმედო დახმარება, რომელიც შეაგროვეს ეპარქიის სასულიერო პირებმა,  ჩაიტანა ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ.  ტვირთის საერთო წონამ შეადგინა 64 კგ, ეს არის, რაც ნებადართულია ბარგის გადატანის წესებით და რისი ჩატანაც იყო  შესაძლებელი საკუთარი ძალებით.

აფრიკული საეგზარხოსოს კლირიკებს გადასცეს ჭურჭელი ევქარისტიისთვის, შესამოსელი, ხატები, 20 მეტრი ბიაზი ქალების თავშლებისთვის.

ეპარქიის პრეს-სამსახურის ცნობით, მიტროპოლიტმა ლუკამ უსურვა ტანზანიელ ძმებს ქრისტეში "თავის გულში შეინახონ მოციქული პავლეს სიტყვები, რომელიც ჩვენს უფალზე ამბობდა, "რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით სარწმუნოებითა მისითა. ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდებაჲ თქუენდა." (ეფეს. 3:12-13).

ადრე მჟკ იუწყებოდა, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკებმა წყალი გადაუკეტეს თემს ტანზანიაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ