ემე-ს სინოდის რეაქცია უმე(კ)-ს ბერძენი ძველი სტილის მიმდევრის „ქიროტონიაზე“

უმე(კ)-ს «იერარქები» (ქრიზოსტომოს კალისი – მარცხნიდან მეორე). ფოტო: cerkva.info

ელადის ეკლესიაში თვლიან, რომ ფილარეტის მიერ „ხელდასხმული“ ქრიზოსტომოს კალისი  თავს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსად ვერ მიიჩნევს.

2022 წლის 16 თებერვალს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა რეაგირება მოახდინა კს უმე-ში ბერძენი ძველი სტილის მიმდევრის, მარიუპოლისა და დერვენოქორიის „ეპისკოპოს“ ქრიზოსტომოს კალისის „ქიროტონიაზე“, იუწყება „რომფეა“.

პრეს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ემე-ის რეაქცია ამ „ქიროტონიაზე“ დაკავშირებულია „ტელეარხებზე ადამიანის გამოჩენასთან, რომელიც მარიუპოლისა და ფეოდოსიის ეპისკოპოს ქრიზოსტომოსად წარადგენს თავს (სინამდვილეში ის მარიუპოლისა და დერვენოქორიის „ეპისკოპოსია“, - რედ.).

პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ 2022 წლის 7 თებერვალს ემე-ს სინოდმა „აღნიშნა, რომ ის ყოფილი მღვდელმსახურია, რომელიც  2021 წელს სინოდალური სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო განმოსილი“.

დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ კალისი „ჯერ ძველიკალენდრის  არაკანონიკურ „ეპისკოპოსთა“ ფრაქციას შეუერთდა და, წმინდა კანონების დარღვევით, „ხელდასხმული იყო ეპისკოპოსად“, ხოლო მოგვიანებით „ხელახლა იყო ხელდასხმული ეპისკოპოსად“ კიევში, მის „ქიროტონიას“ მეუ არ ცნობს“.

„ამიტომ ბატონი დიმიტრიოს კალისს, რომელიც დღესდღეობით თავს წარადგენს როგორც „მარიუპოლისა და ფეოდოსიის მიტროპოლიტ  ქრიზოსტომოსად“, მეუ-სგან არავითარი კანონიკურობა არ გააჩნია და არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსად“, - ნათქვამია ელადის ეკლესიის სინოდის განცხადებაში.

ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-მ მოუწოდა ელადის ეკლესიას კს უმე-ს ბერძენი „იერარქების“ ანათემირებისკენ, მოგვიანებით კი ემე-ს სინოდმა განიხილა დუმენკოს მიმართვა ამ „იერარქთა“ არაკანონიკურობის შესახებ.

ამავე დროს, ფილარეტ დენისენკო თვლის, რომ ანათემირებული რომც იყოს, მაშინ მეუ-ს მთელი „საეპისკოპოსოც“ ნამდვილი ვერ იქნება: „მე რომ ანათემირებული ვიყო, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ეპისკოპოსი (მეუ, - რედ.) ნამდვილი არ არის. ეპიფანეც არა მარტო მიტროპოლიტი, მღვდელიც კი არ არის. თუ მსოფლიო პატრიარქმა 2018 წელს მომხსნა ანათემა, მთელი საეპისკოპოსო ნამდვილი არ არის“.

2019 წლის ივნისში ლიმოსოლის მიტროპოლიტმა ათანასემ განაცხადა, რომ მეუ-ს წევრებს ეპისკოპოსებად ვერ აღიარებს, რადგან მათ არ შეინანეს, ისინი  ანათემის ქვეშ მყოფი  ფილარეტის  მიერ იყვნენ „ხელდასხმულები“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
0%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
0%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus