აფრიკის ეგზარხოსი: მუშაობის შედეგი უგანდაში - კიდევ 10 კლირიკი რმე-ში

აფრიკის საპატრიარქოს ეგზარქოსი, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდი (გორბაჩოვი). ფოტო: seraphim.com.ua

მისიონერული ჯგუფი ესტუმრა 6 ქალაქს და სოფელს უგანდის სხვადასხვა ნაწილში, სადაც ჩაატარა ღვთისმსახურება  და რმე-ში მიიღო ახალი მღვდელმსახურები, აღნიშნა აფრიკის ეგზარხოსმა.

აფრიკაში რმე-ს საპატრიარქოს ეგზარხოსმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ თავის ტელეგრამ - არხზე შეაჯამა მისიონერული ჯგუფის მოღვაწეობის შედეგები უგანდაში, აჩვენა რა ციფრებში მუშაობის შედეგები.

"12 -დან 16 თებერვლამდე მისიონერული ჯგუფი დეკანოზ გიორგი მაქსიმოვის მეთაურობით მუშაობდა უგანდაში. ესტუმრნენ ექვსს ქალაქს და სოფელს ქვეყნის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში",-აღნიშნა კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდემ.

მოგზაურობის დროს ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ოთხი შეხვედრა ადგილობრივ სასულიერო პირებთან, რომელთა წარმომადგენლებმა ისურვეს რმე-ში გადასვლა. "რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებულ იქნა სამი მღვდელი და ერთი დიაკვანი",- აღნიშნა მეუფემ.

მისიონერული ჯგუფის ხელმძღვანელმა უგანდაში დეკანოზმა გიორგი მაქსიმოვმა აფრიკელ სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა ორი საღვთო წირვა და ერთი ნათლობა.

მისიონერები ესტუმრნენ სამ სამრევლოს და ერთი მღვდლის სახლს, და სამჯერ გამოვიდნენ საზოგადო ქადაგებით უგანდის მართლმადიდებელი მრევლის წინაშე.

სტუმრობისას გადაეცათ ოდიკები, სამკერდე ჯვრები და მირო მღვდლებისათვის, და ასევე ასობით ხატები და სამკერდე ჯვრები ერისკაცებისთვის.

"შედეგი:10 კლირიკი.  მივდივართ უფრო შორს",-დაასკვნა მიტროპოლიტმა ლეონიდემ.

როგორც იუწყებოდა მჟკ, უგანდაში წირვის დროს ილოცეს კლირიკებმა რმე-ს საეგზარხოსოს ხუთი სამრევლოდან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus