ნეტარი ქსენიას კიევის ტაძრის წინამძღვარი: ჩვენ მეუ-ს გამო გამოგვასახლეს

ასე გამოიყურებოდა წმინდა ნეტარი ქსენიას საავადმყოფო ტაძარი კიევში მანამდე, სანამ იქ არეულობას მოახდენდნენ. ფოტო: churchs.kiev.ua

წმინდა ნეტარი ქსენიას საავადმყოფო ტაძრის მრევლი შენობიდან იძულებით გამოასახლეს, რათა სამედიცინო დაწესებულებაში მეუ-ს მრევლი შეექმნათ.

კიევში ქალაქის №3 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ედუარდ კრასიუკმა უმე-ს თემი წმინდა ნეტარი ქსენიას საავადმყოფო ტაძრის შენობიდან გამოასახლა იმისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მეუ-ს სტრუქტურა შეექმნა. კრასიუკის კონფლიქტი მორწმუნეებთან დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც მან, ახლადგამოჩეკილმა მთავარმა ექიმმა, თემთან არენდის ხელშეკრულების გაგრძელების ნაცვლად, მრევლის  დარწმუნება დაიწყო, რომ მეუ-ში გადასულიყვნენ, იუწყება თავის   Facebook-გვერდზე  «Перший козацький».

„მამა იგორმა უარი თქვა ეღალატა თავისი რწმენისთვის, ამიტომ  კრასიუკმა მას ერთი წლის განმავლობაში შენობის დაცლა მოთხოვა. მოტივაცია თითქოს საავადმყოფოს რეკონსტრუქცია იყო, რომლის თანახმადაც  ტაძრის შენობაში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა იგეგმება“, - წერენ ჟურნალისტები

პარალელურად, კრასიუკის ბრძანებით საავადმყოფოს ტერიტორიაზე მეუ-ს მრევლს შენომა გამოუყვეს.

„მეუ-ს „კლირიკოსი“ადგილზე გამოცხადდა და სულ ერთი-ორჯერ ჩაატარა თავისი რიტუალები. საქმე იმაშია, რომ მის მსახურებას არავინ არ დაესწრო“, - იუწყება «Перший козацький».

საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სასწრაფოდ გამოასახლეს თემი ტაძრის შენობიდან იმ იმედით, რომ ხალხი მეუ-ს ახლადშექმნილ მრევლში ივლიდა, თუმცა ეს ასე არ მომხდარა.

მთავარი ექიმი ედუარდ კრასიუკი ამტკიცებს, რომ მომხდარი მის მიერ არ ყოფილა  სანქცირებული. ხოლო მართლმადიდებელ მრევლს მართებული კითხვა გაუჩნდა - საიდან ჰქონდათ ტაძრის გასაღები უცხო ადამიანთა ჯგუფს, თუ ის თვით საავადმყოფოს ადმინისტრაციამ არ გადასცა მათ?

მანამდე მჟკ წერდა, რომ კიევში  შენობიდან წმინდა ნეტარი ქსენიას საავადმყოფო ტაძრის მრევლი გამოასახლეს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus