კიევში გამოასახლეს თემი ნეტარი ქსენიას სახელობის ტაძრის შენობიდან

14 თებერვალი 2022 16:49
23
კიევში  გამოასახლეს თემი ნეტარი ქსენიას სახელობის ტაძრის შენობიდან

კიევის მესამე საავადმყოფოს მთავარი ექიმის განკარგულებით უცნობმა პირებმა გამოიტანეს ხატები და საეკლესიო საგნები ტაძრის შენობიდან.

10 თებერვლის ღამით კიევის № 3 ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის განკარგულებით საავადმყოფოს ტაძრიდან გაიტანეს ყველა ხატი, საეკლესიო საგანი და სხვა საკუთრება. ამაზე მჟკ-ს კორესპოდენტს უთხრა წმინდა ნეტარი ქსენიას ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა იგორ დმიტრუკმა.

"უცნობი პირები მოვიდნენ საღამოს, ბარბაროსულად ჩამოხსნეს ყველა ხატი და  გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. მანამდე მთავარი ექიმი გვაფრთხილებდა, რომ თუ არ გამოვალთ 6 თებერვლამდე, მიღებულ იქნება ზომები, თუმცა ჩვენ არ ველოდით, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს სიწმინდეებს",- თქვა მამა იგორმა.

ტაძრის წინამძღვრის სიტყვებით, მრევლმა შეძლო მოენახა ფირმა, რომელმაც გადაიტანა საკუთრება, ფირმის მფლობელებს  ჩვენ უკვე დავუკავშირდით და ისინი დაგვპირდნენ დააბრუნონ ხატები და საეკლესიო ჭურჭელი.

"მაგრამ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებული იყო ჩვენი ტაძარი, უკვე შეიტანეს სამშენებლო მასალები და დღეს დაიწყება სარემონტო სამუშაოები, იქ იქნება სამედიცინო კაბინეტები. ჩვენ გამოგვასახლეს ტაძრიდან, და უკვე ვეძებთ მრევლთან ერთად ახალ ადგილს",- ამბობს წმინდა ქსენიას ტაძრის წინამძღვარი.

როგორც მღვდელმა იგორ დმიტრუკმა დააზუსტა, პრობლემები ტაძრის შენობისთვის დაიწყო წელიწადნახევრის წინ, როდესაც საავადმყოფოში  ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახალმა მთავარმა ექიმმა უარი თქვა არენდის ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხოლო შემდეგ საერთოდ გადაწყვიტა გამოესახლებინა საეკლესიო თემი საავადმყოფოდან.

ადრე მჟკ წერდა იმაზე, რომ 2022 წლის თებერვალში ივანო-ფრანკოვოს ხელისუფლებამ ტაძრიდან გამოასახლა მორწმუნეები იმ მოტივით, რომ ამ ადგილას აპირებენ საბავშვო ბაღის აშენებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ