რმე-ში განაცხადეს ახალი შეხვედრების აუცილებლობაზე „ამანის ფორმატის“ ნიმუშით

17 თებერვალი 2022 17:32
0
რმე-ში განაცხადეს ახალი შეხვედრების აუცილებლობაზე „ამანის ფორმატის“ ნიმუშით

მიტროპოლიტმა იალრიონმა კომენტარი გააკეთა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვრის სიტყვებზე, რომელმაც განაცხადა, რომ „ამანის ფორმატში“ ახალ შეხვედრას ელოდება.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) პროგრამაში „ეკლესია და სამყარო“ ტელეარხ «Россия 24» -ში განაცხადა, რომ აუცილებელია მართლმადიდებელთა შორის  კონსულტაციები ამანის სამიტის ნიმუშით.

„მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობები სრულიდ აუცილებელია. ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი თვითგაემიჯნა იმას, რომ მოიწვიოს მართლმადიდებელი ეკლესიები ურთიერთკონსულტაციების მიზნით, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამა თუ იმ ფორმატის შექმნა შეხვედრებისთვის და ურთიერთობებისთვის. ასეთი ფორმატი შეთავაზებული იყო იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს მიერ“, - ყვებოდა მს სსკგ-ის ხელმძღვანელი. 

მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებისა  და დელეგაციების შეხვედრამ, რომელიც შედგა ამანში 2020 წელს, ძმურ ატმოსფეროში და მეტად წარმატებულად ჩაიარა.

ვფიქრობ, რომ მსგავსი თათბირები აუცილებელია, იმიტომ რომ სხვაგვარად ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს  თავიანთი ქმედებების კოორდინაცია გაუჭირდებათ“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

რმე-ის იერარქმა გაიხსენა, რომ ეკლესიებს ხშირად უწევთ საერთო გამოწვევებთან და პრობლემებთან დაპირისპირება. აქტუალური მაგალითების რიცხვში ასეთ გამოწვევად შეიძლება დასახელდეს, მაგალითად, პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

„ჩვენ გვაქვს სასაუბრო. გავქვს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთს გავუზაიროთ, კონსულტაციები კი ამ მხრივ ძალზე სასარგებლო და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში გაჩნდა განხეთქილება და კონსატანტინოპოლის პატრიარქის ქმედებების შედეგად შეიქმნა  ეკლესიათა ჯგუფი, რომლებმაც  უკრაინული განხეთქილება აღიარეს და ხალხს, კანონიკური ხელდასხმის გარეშე, აღიარებენ ეპისკოპოსებად და თანამსახურებენ მათთან“.

„იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ პრობლემა ზოგადად მართლმადიდებლურ  დონეზე, საჭიროა ასეთი კონსულტაციები. მადლობა  იერუსალიმის პატრიარქს იმ ინიციატივის გამო, რომელიც მან გამოიჩინა. თუ იქნება ახალი ასეთი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ჩვენ  მივიღებთ მოწვევას“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა და დაადასტურა, რომ ეკლესიის ისტორიაში მსგავს სიტუაციებს უკვე ჰქონდათ ადგილი.

როგორც მანამდე მჟკ იუქწყებოდა, იერუსალიმის პატრიარქმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში  წინამძღვართა შეხვედრას ელოდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ