პირეის მიტროპოლიტმა მოუწოდა ელადის ეკლესიას, რომ დაგმოს მეუ-ს ტომოსი

მიტროპოლიტი სერაფიმე. ფოტო: adologala.gr

ემე-ის მიტროპოლიაში თვლიან, რომ უნდა დაგმონ  მეუ-ს „არაარსებული ავტოკეფალია“, რომ არ გახდნენ განხეთქილების მომხრეები.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე თვლის, რომ ემე-ს სინოდმა უნდა დაგმოს მეუ-ს ტომოსი, იუწყება ბერძნული გამოცემა „ვიმა ორთოდოქსია“.

პირეის მიტროპოლიის განცხადება, რომელიც მიეძღვნა დასავლეთის სამყაროს დექრისტიანიზაციას, შეიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ „ელადის ადგილობრივი ეკლესია ამქვეყნად არ წაიშალოს, როგორც  მცირე აზიის შვიდი ადგილობრივი ეკლესია წაიშალა“.

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი, ერესის ეკუმენიზმისა და კრეტის კრების დაგმობის გარდა, უნდა გახდეს მეუ-ს ტომოსის დაგმობა: „ჩვენმა ადგილობრივმა ეკლესიამ ერთსულოვნად უნდა დაგმოს არარსებული უკრაინის ავტოკეფალია, რომ განხეთქილების მომხრე არ გახდეს“, - თვლიან პირეის მიტროპოლიაში.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ“ (გალ. 6:7) და რომ „საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა“ (ებრ. 10:31). თუ გულგრილები ვართ, რაღაც მომენტში სულიერი კანონი იწყებს მოქმედებას. ამიტომ, სანამ ღვთის რისხვა დაგავტყდება, მოდით ვიპოვოთ დრო, რომ სწორად მოვიქცეთ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, ელადის ეკლესიის მიერ მეუ-ს აღიარება - ეს უმაღლესი დონის სკანდალია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus