იერარქი ავსტრალიაში: ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი ბერძნული ეროვნულობით

არქიეპისკოპოსი მაკარი. ფოტო: скриншот YouTube-канала omogeneia tv

ფანარიონელი იერარქი თვლის, რომ ბერძნულმა ენამ დიდი კვალი დატოვა მეცნიერებაში, რაშიც შეიძლება დავრწმუნდეთ  პანდემიის აღწერისათვის ბერძნული ტერმინების გამოყენებაში.

ავსტრალიის ფანარიონის არქიეპისკოპიის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა მაკარმა განაცხადა, რომ ამაყობს თავისი ბერძნული ეროვნულობით, იუწყება ,,რომფეა".

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქის სიტყვებით, " ბერძნული ენა იყო ელინიზმის მაცოცხლებელი ძალა მთელი დროის განმავლობაში და ამავე დროს შესაფერისი საშუალება მსოფლიოში ქრისტიანული სწავლების  გასავრცელებლად".

მან ასევე განაცხადა, რომ "როგორც ბერძნები, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ერის სიცოცხლის ხე მაღალი და დიდებულია, ხშირი და ლამაზი ფოთლებით და მდიდარი ნაყოფით".

ეს, მისი აზრით, "დაკავშირებულია ბერძნული ენის დიდებულებასთან, რომელზეც საუბრობენ განუწყვეტლივ ოთხი ათას წელზე მეტია", რომელმაც "გაჟღენთა ევროპული და მსოფლიო ცივილიზაცია და დატოვა "დიდი კვალი" მეცნიერებაში, "რაშიც ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ ამდროინდელი პანდემიის დროს და მისი აღწერილობისას ბერძნული ტერმინების საყოველთაოდ გამოყენებით".

ადრე მჟკ წერდა, რომ არქიეპისკოპოს მაკარის სიტყვებით, ფილარეტს არ მისცეს რმე-ს მეთაურობა იმიტომ, რომ ის უკრაინელია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus