დუმენკომ მხარდაჭერის პირობა მისცა სამხედრო დაზვერვის უფროსს

დუმენკო შეხვდა უკრაინის სადაზვერვო სამსახურის უფროსს. ფოტო: pomisna.info

მეუ-ს მეთაურმა აუხსნა უკრაინის დაზვერვის მთავარი  სამმართველოს უფროსს, რომ მხარდაჭერა -მისი სტრუქტურის პირდაპირი მოვალეობაა.

მეუ-ს "წინამძღვარმა" სერგეი დუმენკომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსთან, ბრიგადის გენერალ კირილ ბუდანოვთან  შეხვედრის დროს გამოხატა მზადყოფნა სახელმწიფოს  მხარი დაუჭიროს.

როგორც მეუ-ს საიტი იუწყება, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა საზეიმოდ მოულოცა დუმენკოს ცოტა ხნის წინანდელი დაბადების დღე და "ინტრონიზაციის" მესამე წლისთავი მის რეზიდენციაში. განიხილეს რა კრემლის შესაძლებელი თავდასხმა უკრაინაზე, დუმენკომ პირობა მისცა ბუდანოვს, რომ ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სახელმწიფოს.

"მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინის სახელმწიფოს, რამდენადაც ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა",- განაცხადა სქიზმატიკოსების მეთაურმა.

ადრე მჟკ წერდა დუმენკოს მცდელობებზე დაერწმუნებინა ეუთს-ს საბჭო, რომ მეუ უკრაინელების სულიერების საფუძველია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus