გერმანიის რკე-ის წევრები ლგბტ-ზე ეკლესიის სწავლების გადახედვას ითხოვენ

ცისარტყელას დროშა კათოლიკური ეკლესიის საკურთხეველზე Jugendkirche ვიუცბურგში. ფოტო: CNA Deutsch

გერმანელი კათოლიკეები თვლიან, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები არ არის ცოდვა და დროა რომის პაპმა გადააფასოს ჰომოსექსუალიზმი.

გერმანიაში კათოლიკეების „სინოდალური გზის“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ჰომოსექსუალობის შესახებ რმე-ის სწავლებების შეცვლა, იტყობინება kath.ch.

საუბარია რკე-ის კატეხიზმში კონტრაცეფციის, ასევე ჰომოსექსუალიზმის შესახებ დებულებების შეცვლაზე. სინოდალური გზის მონაწილეებმა, რომლის ასამბლეა გაიმართა ფრანკფურტში 2022 წლის 5 თებერვალს, ხმათა უმრავლესობით პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი ორ შესაბამის დოკუმენტს, რომლებიც მომავალში შემუშავდება.

პირველ დოკუმენტში გერმანიის კათოლიკეებმა „ჰომოსექსუალობის ხელახალი შეფასების“ რეკომენდაცია გაუწიეს რომის პაპს. სინოდალური გზის წარმომადგენლების თქმით, ერთსქესიანთა თანაცხოვრება არ არის ცოდვა და „არ უნდა შეფასდეს, როგორც თვითნებური ბოროტება“. 

„რადგან ჰომოსექსუალური ორიენტაცია ეკუთვნის ღმერთის მიერ შექმნილ პიროვნების იდენტობას, ის პრინციპულად არ უნდა შეფასდეს ეთიკურად განსხვავებულად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სექსუალური ორიენტაცია“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დებატების მსვლელობისას ასამბლეის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიაში არ უნდა იყოს დისკრიმინაცია ჰომოსექსუალების მიმართ.

ასევე დისკუსიების დროს არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ „დღევანდელ კათოლიკურ სექსუალურ მორალს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრი კათოლიკესთვის რაიმე საერთო ჰქონდეს ცხოვრების რეალობასთან“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კათოლიკე კარდინალი მოუწოდებდა არ განედევნათ გეი სასულიერო პირები რკე-დან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus