თეოდორე II -მ საბერძნეთის ელჩის თანდასწრებით კონგოს მიტ-ს ხელდასხმა ჩაატარა

ალექსანდრიის პატრიარქმა შეასრულა ახალი მიტროპოლიტის ხელდასმა. ფოტო: romfea.gr

აფრიკაში რმე-საეგზარხოსოს შექმნის შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქმა მოულოდნელად  მღვდელი კონგოდან მიტროპოლიტად აკურთხა.

ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე II-მ მიტროპოლიტ ხარიტონს ხელდასმა ჩაუტარა კანანგის ეპარქიისათვის, იუწყება Romfea.gr.

წინამძღვართან ერთად მსახურობდნენ ალექსანდრიელი იერარქები. ცერემონიას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და ერისკაცები კონგოდან, და ასევე საბერძნეთის ელჩი.

თვითონ ახლადარჩეულმა მიტროპოლიტმა წარმოთქვა სიტყვა, თანაც ბერძნულ ენაზე, რომელშიც გამოხატა თავისი ერთგულება თეოდორე II-ს მიმართ და გამოხატა თავისი აღშფოთება რმე-ს ქმედებების გამო.

"მან სინანული გამოთქვა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციაზე მტაცებლური შემოსევის შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი (რმე,-რედ.) პატივს არ სცემენ მრავალი მისიონერის თავგანწირვასა და ძალისხმევას, რომლებმაც თავი დადეს აფრიკელების ევანგელიზაციაზე. და აღუთქვა, რომ არასდროს არ გახდება იუდა ისკარიოტელი და იმუშავებს მთელი ძალებით, დაიცვას ალექსანდრიის ტახტის უფლებები და პრივილეგიები",-გადმოსცემს Romfea.gr.

ხელდასმულ მიტროპოლიტ ხარიტონზე ისაა ცნობილი, რომ ის არის კონგოდან, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა ათენში.

"როგორც ჩანს, ბერძნული ხელისუფლების წიაღში გამოარჩიეს განსაკუთრებულად ერთგული ან მოსყიდული ფანატიკოსი, რომელიც არის შავკანიანი და მზადაა მხარი დაუჭიროს რასისტ ფანარიონელებს.  რეალურად, ასეთი ადამიანები არსებობდნენ ყველა დროში- ისინი, რომლებიც ატარებდნენ მჩაგვრელ პოლიტიკას, ზოგჯერ ირჩევდნენ თავისთვის მსახურებს ადგილობრივი მოსახლეობიდან. ასეთი მსახურები ხედავენ რა, რომ სხვები ცხოვრობენ როგორც მონები მჩაგვრელებთან, ხოლო თვითონ ამაღლებული არიან  თავისუფალი ადამიანის დონეზე, ხდებოდნენ ერთგული ფანატიკოსები, რომლებიც განსაკუთრებული სიშმაგით ეხმარებოდნენ მერე მჩაგვრელებს საქმე წაეყვანათ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ",-დააკომენტარა ხელდასმა ტელეგრამ-არხის "რელიგია და პოლიტიკა"-ს ავტორმა ალექსანდრე ვოზნესენსკიმ-"საიდან მოხვდა იქ ელჩი? შესაძლებელია, ის ჩატარდა საბერძნეთის ხელისუფლების ინიციატივით, რომელიც აფინანსებს ალექსანდრიის საპატრიარქოს".

ადრე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა გააგზავნა თავისი მიმართვა ფანარიონის მეთაურს თხოვნით მოიწვიოს ხუთი ეკლესიის წინამძღვართა სხდომა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus