პატრიარქი თეოფილე III ყვებოდა მოლოცვის შესაძლებლობაზე პანდემიის ეპოქაში

იერუსალიმის პატრიარქი: მოლოცვა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. ფოტო. Фото: pravoslavie.ru

იერუსალიმის პატრიარქმა შეახსენა ქრისტიანებს, რომ მოლოცვა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას.

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III გაზეთ «Известия»-თან ინტერვიუში ყვებოდა მოლოცვის შესაძლებლობაზე პანდემიის ეპოქაში.

იერუსალიმის საპატრიარქოს მეთაურმა აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ თანამედროვე სამყაროში ბევრი რამ შეცვალა. მან ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით წმინდა მიწაზე მომლოცველთა რიცხვი მეტად მწირია. იერარქმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ ახსოვდეთ: მოლოცვა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას.

„ბევრი მოგზაურობაა შესაძლებელი  როგორც ფიზიკური, ასევე  სულიერი თვალსაზრისით, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საკუთარ მიდამოებში. ბევრი ადგილია, სადაც შეგვიძლია გავემგზავროთ და შევიძინოთ გამოცდილება, რომელიც ქრისტესთან დაგვაახლოვებს“, - თქვა პატრიარქმა თეოფილე III-მ.

მან აღნიშნა, რომ აღდგომის დროს ჩვენ ქრისტეს აღდგომას ვზეიმობთ, ხოლო სამების დღესასწაულზე ვაღიარებთ, რომ სულიწმიდის ძალით უფალი მყოფობს ყველგან, სადაც საეკლესიო თემი არსებობს.

„მოვუწოდებ ჩვენს ძმებსა და დებს მთელ მსოფლიოში, რომ მოიძიონ წმინდა ადგილები თავიანთ მიდამოებში; გადააქციონ თავიანთი ქალაქები და ეკლესიები მოლოცვის ადგილებად და კვლავ განიცადონ ღვთის უკიდეგანო, ულევი საყვარული, რომელსაც ჩვენ აღდგომაზე შევიგრძნობთ. თუ ამას მივაღწევთ, მწამს, რომ სულიწმიდა ახლებურად წარმოგვიჩენს იესო ქრისტეს ჩვენს ცხოვრებაში და თემებში“, - დაასრულა მან.

მანამდე მჟკ წერდა, რომ რუსეთის სულიერი მისია არ გვირჩევს შობაზე წმინდა მიწაზე გამგზავრებას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
0%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
0%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus