ლუკაშენკო: ჩვენ, რუსეთი და უკრაინა ერთი გუმბათის ქვეშ მონათლული ძმები ვართ

28 იანვარი 22:02
0
ალექსანდრე ლუკაშენკო პარლამენტში მოწოდებით გამოვიდა. ფოტო: infosmi.net ალექსანდრე ლუკაშენკო პარლამენტში მოწოდებით გამოვიდა. ფოტო: infosmi.net

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა სლავების წიაღში დაბრუნდება.

28 იანვარს ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, პარლამენტში მოწოდებით გამოვიდა, რომ დასავლეთი წამლავს სლავურ ხალხებს და ასევე დასძინა, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს „ჩვენი სლავების წიაღში“, იუწყება ,,რია ნოვოსტი’’.

ლუკაშენკას თქმით, უკრაინა კულუარული ვაჭრობის საგანი გახდა.

„უკრაინელებს უბიძგებენ კონფლიქტის ცეცხლისკენ, მათ გონებას ურევენ და მიზანმიმართულად ემზადებიან აგრესიისთვის. ისინი აყალიბებენ მტრულ დამოკიდებულებას მოძმე ხალხების, მათ შორის ბელორუსების მიმართ“, - თქვა მან პარლამენტში გამოსვლისას.

ბელორუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია "რუსულ-უკრაინული ძმობის სისხლში ჩაძირვა", ამიტომ სლავურ ხალხებს შორის კავშირი უნდა შენარჩუნდეს.

”ჩვენ ვართ სლავური ხალხი, ერთი გუმბათის ქვეშ მონათლული ხალხი. ჩვენი ფესვები უხსოვარი დროიდანაა და ეს უნდა შევინარჩუნოთ, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, რადგან ძმობა ბევრად აღემატება პოლიტიკურ ამბიციებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 

მანამდე მჟკ წერდა, რომ ლუკაშენკო დაჰპირდა უკრაინის დაბრუნებას "ჭეშმარიტი რწმენის წიაღში".

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ