მორმონთა მისიონერებს უკრაინიდან იწვევენ

მორმონთა ეკლესია სოლტ-ლეიკ-ტემპლ აშშ-ში. ფოტო: incomartour.com.ua

უკრაინაში მორმონთა ეკლესიის მისიონერები  გადაყვანილები იქნებიან სხვა ევროპულ ქვეყნებში ან სახლში იქნებიან გაწვეულები.

მორმონთას ეკლესია „სიტუაციის გაურკვევლობის“ გამო თავის მისიონერებს უკრაინიდან იწვევს, იუწყებიან რელიგიური ორგანიზაციის საიტზე.

„უკრაინის გარშემო არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, უკანასკნელი დღეების წმინადანთა იესო ქრისტეს ეკლესიას  დროებით გადაჰყავს  უკრაინის ფარგლებს გარეთ სრული დღის მისიონერები,  რომლებიც მსახურობენ უკრაინის დნეპრისა და უკრაინის კიევის მოლდავურ მისიაში. გადაწყვეტილება მიღებულია მრავალრიცხოვანი გაფრთხილების გამო  უკრაინაში ზოგიერთი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ, რომლებიც  ემზადებიან ცალკეული პერსონალისა და მათი ოჯახების გასაწვევად“, - ნათქვამია განცხადებაში.

მისიონერებს  ევროპულ სახელმწიფოებში გააგზავნიან. იმ  მისიონერებს, ვისაც მსახურების ვადა ეწურებათ, სახლებში დააბრუნებენ.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბტიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ავსტრალიის კავშირი შეუდგნენ უკრაინიდან თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობების ევაკუაციის პროცესს სამხედრო კონფლიქტის საშიშროების გამო.

მჟკ წერდა, რომ ეპიფანე შეუერთდა „ომის წინასწარმეტყველთა“ გუნდს უკრაინაში.

საკვანძო სიტყვები: უკრაინა, აშშ
თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus