სერბეთის პატრიარქი პორფირი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

სერბეთის პატრიარქი პორფირი. ფოტო: jesus-portal.ru

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა კორონავირუსი დაამარცხა.

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი პორფირი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, რომლის დიაგნოზიც ორი კვირის წინ დაუდგინდა. ამის შესახებ სოკ-ის პირველმა იერარქმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„მადლობას ვუხდი ქრისტესმიერ მამებს, ძმებსა და დებს, რომლებიც ლოცულობდნენ და ზრუნავდნენ ჩვენს სწრაფ გამოჯანმრთელებაზე. ღმერთმა განკურნოს ყველა ავადმყოფი და გააძლიეროს ყველა, ვინც მათ კურნავს, ყველას მშვიდობა და სიხარული მიანიჭოს სულიწმიდამ, შევიკრიბოთ ბერი საბას ეკლესიაში მისი წმიდა ხსენების დღეს, 27 იანვარს, საზეიმოდ პატივი მივაგოთ ჩვენს პირველ მთავარეპისკოპოსს და განმანათლებელს“, - წერს სერბეთის ეკლესიის წინამძღვარი.

მანამდე პატრიარქმა პორფირიმ განაცხადა, რომ ზიარების დროს ვირუსი არ გადადის.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus