აფრიკის ეგზარქოსი ყვებოდა, ალექსანდრიის ეკლესიის რამდენი მღვდელია რმე-ში

აფრიკის საეგზარქოში მღვდლების რიცხვი იზრდება. ფოტო: rpsc.ru

მიტროპოლიტმა ლეონიდემ განმარტა, რომ აფრიკაში რმე დაეყრდნობა კადრებს ადგილობრივი სამღვდელოებიდან.

აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩოვი) ტელეარხ «Спас»-ის ეთერში ყვებოდა, ალექსანდრიის ეკლესიის რამდენი კლირიკოსია უკვე რმე-ში.

„კლირიკოსთა რიცხვი იზრდება. 2021 წლის 29 დეკემბერს, წმინდა სინოდის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის 102 იყვნენ, დღესდღეობით კი ისინი 150 არიან 12-ზე მეტი ქვეყანიდან“, - განაცხადა მან. 

იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ ალექსანდრიის ეკლესიის კლირიკოსთა შორის, რომლებიც რმე-ის აფრიკულ ეგზარქატში გადავიდნენ, შემთხვევითი ადამიანები არ არიან.

„ჩვენ აქტიურად ვამოწმებთ ყველა ადამიანს, ვინც მოისურვა უწმინდესი პატრიარქი კირილესა და რმე-ის ომოფორს შეაფაროს თავი. ზოგიერთი ინტერნეტ-გამოცემის პლატფორმებზე ჩვენს მიმართ საყვედურს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიღებთ შტატგარეშე კლირიკოსებს, საეჭვო რეპუტაციის მქონე კლირიკოსებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ თითოეულ  ადამიანს ვამოწმებთ“, - განმარტა მან.

მანამდე მჟკ წერდა, რომ რმე-ის ეკზარქოსი ყვებოდა აფრიკაში მართლმადიდებელი მისიის ძირითადი ნაბიჯების შესახებ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus