ალექსანდრიის ეკლესიის დელეგაციამ რმე-ს ფანარიონის მეთაურთან უჩივლა

ალექსანდრიის იერარქებმა ფანარიონის მეთაურთან განიხილეს აფრიკაში მიმდინარე მოვლენები. ფოტო: romfea.gr

ალექსანდრიის იერარქებმა პატრიარქ თეოდორეს გზავნილი კონსტანტინოპოლის პატრიარქს გადასცეს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ თავის ფანარიონის რეზიდენციაში ალექსანდრიის ეკლესიის დელეგაცია მიიღო, იუწყება romfea.gr

მის შემადგენლობაში იყვნენ კამერუნის მიტროპოლიტი გრიგოლი და ზამბიის მიტროპოლიტი იოანისი, აგრეთვე ტულიარის ეპისკოპოსი პროდრომი. შეხვედრას  ესწრებოდა ელადის ეკლესიის იერარქი, დიმიტრიადის მიტროპოლიტი ეგნატე.

ალექსანდრიის ეკლესიის იერარქებმა პატრიარქ ბართლომეს გადასცეს პატრიარქ თეოდორე II-ს გზავნილი იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებს ალექსანდრიის საპატრიარქო აფრიკაში რმე-ს საპატრიარქო ეკზარქატის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ფანარიონის პოზიცია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეუძლია სხვა ეკლესიების აპელაციების განხილვა, მათ შორის უკრაინელი განხეთქილების მონაწილეების, გახდა მსოფლიო მართლმადიდებლობის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც 2018 წელს დაიწყო. რუსულ ეკლესიაში განმარტეს, თუ რატომ არ ვრცელდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უფლება აპელაციების მიღებაზე სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ „სამყაროს მსაჯულის“ ტიტული სწორედ ალექსანდრიის პატრიარქს ეკუთვნის, რომელიც ახლა თავად  მიმართავს ფანარიონს.

ადრე იუწყებოდნენ, რომ ალექსანდრიის დელეგაციები გაემგზავრებიან უძველეს ადგილობრივ ეკლესიებში, რომ გააცნონ მათ თავიანთი ვერსიები აფრიკაში მომხდარი ამბების გამო. 

მჟკ განიხილავდა ალექსანდრიის საპატრიარქოს ბრალდებებს რმე-ს მისამართით.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus