მეუ ნათლისღებას წყალს ონლაინ ,,აკურთხებს’’

ალექსანდრე დედიუხინი. ფოტო: facebook.com/strierej

დუმენკოვის ორგანიზაციის სასულიერო პირმა განაცხადა, რომელი ეკლესიებია "სწორი" და რომელი "არასწორი", ასევე მოუწოდა მეუ-ს მრევლს "არ ჩავარდეთ მოსკოვის ობსკურანტიზმში". 

Მეუ-ს წარმომადგენელმა ,,მღვდელმა’’ ალექსანდრე დედიუხინმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნათლისღების დღესასწაულზე წყლის ონლაინ "კურთხევაზე" ისაუბრა.

მეუ-ს „მღვდელმა“ აღნიშნა, რომ „ფეისბუქზე ყველამ იცის, როგორ უნდა ისაუბროს, რათა უკრაინიდან გააძევონ მოსკოვის საპატრიარქო, შემდეგ მოდის დღესასწაული და ამბობენ: „და ჩვენთან ახლოს მოსკოვის ეკლესიაა, ჩვენ იქ უნდა წავიდეთ ნაკურთხი წყლის ასაღებად “.

მან მოუწოდა თავის გამომწერებს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულენოვან წირვაში და „წავიდნენ მეუ-ს კუთვნილ ტაძრებში წყლის კურთხევისთვის“. მისი თქმით, მეუ-ს ტაძრები არის - "სწორი", და, შესაბამისად, "არასწორი" - არის რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია". 

დედიუხინმა ასევე დაწერა, რომ "მათთვის, ვინც ვეღარ შეძლებს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისვლას", ის "ჩაატარებს წყლის ონლაინ კურთხევას 11 საათზე" თავის გვერდზე.

”გაატარეთ დღესასწაული სწორად! ნუ ჩავარდებით მოსკოვის ობსკურანტიზმში!“ - დაასკვნა მეუ-ს „მღვდელმა“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-მ გამოსცა წიგნი „ონლაინ ზიარების“ შესახებ და ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა იგორ სავვამ თქვა, რომ წმინდა ზიარების საიდუმლო არის „ჩვეულებრივი ადამიანური საკვები: პური და ღვინო“ და მრევლს ონლაინ ,,ზიარების’’კურთხევა მისცა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus