სმე-ის პატრიარქი: გასაოცარია უკრაინაში ფანარიონის მიერ კანონების დარღვევა

სერბეთის პატრიარქი პორფირი: pravoslavie.ru

სერბეთის ეკლესიის წინამძღვრის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ფანარის ქმედებებს კარგი არაფერი მოუტანია.

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა პორფირიმ ისაუბრა იმ გასაოცარ სიმსუბუქეზე, რომლითაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არღვევდა ეკლესიის კანონებს მეუ-ს შექმნით, იუწყება სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი.

Გამოცემა ,,საერთაშორისო ურთიერთობებთან’’ ინტერვიუში პატრიარქმა პორფირიმ თქვა, რომ სერბეთის ეკლესიის პოზიცია მეუ-სთან მიმართებაში არ შეიცვლება და ის გააგრძელებს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიისა და მიტროპოლიტ ონუფრის მხარდაჭერას.

„მხოლოდ ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იგნორირებას უკეთებდა წმიდა კანონებს, ეკლესიოლოგიას, მართლმადიდებლური ეკლესიის საუკუნოვან წესს, წმიდა ტრადიციას, ჩვენ არსებითად - ისევე, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დობილი ეკლესია, დარწმუნებული ვარ - არ ვიტყვით უარს დედა ეკლესიის სიყვარულზე“, - განაცხადა პატრიარქმა პორფირიმ.

Პატრიარქი დარწმუნებულია, რომ როგორც სერბეთის, ისე რუსეთის ეკლესია იმედოვნებს და ლოცულობს „რომ დადგება დღე და რაც შეიძლება მალე, როცა უარყოფილი იქნება არამართლმადიდებლური ანტიეკლესიური გავლენა და არაეკლესიური პროექტები, რასაც, როგორც ვხედავთ უკრაინაში არავისთვის მოუტანა სიკეთე და როცა ჩვენ ყველანი, ეკლესიის ერთიანობის სულისკვეთებით, დავუბრუნდებით ძმურ სიყვარულს, მოვძებნით ყველა პრობლემის მართლმადიდებლური გადაწყვეტის გზას“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქ პორფირის თქმით, სერბეთის ეკლესია არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას მეუ-ს მიმართ. 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus