სასწრაფოდ უნდა მოხდეს წინამძღოლთა თათბირის მოწვევა, - კვიპროსის იერარქი

12 იანვარი 2022 14:00
0
ტამასოსის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr ტამასოსის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr

ტამასოსის მიტროპოლიტი ისაია თვლის, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობაში შექმნილი სიტუაცია ითხოვს წინამძღოლთა თათბირის სასწრაფო მოწვევას.

კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავარმა, ტამასოსისა და ორინისის მიტროპოლიტმა  ისაიამ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებულია მისი მიტროპოლიის საიტზე, აზრი გამოთქვა  ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა თათბირის სასწრაფო მოწვევის აუცილებლობაზე.

„სანამ მართლმადიდებლობის კრიზისი გრძელდება, მისი მტრები მოულოდნელი „საჩუქრის“ მოხარულები იქნებიან, რომელსაც ჩვენი ხელით ვუმზადებთ მათ. ამ საფრთხის წინაშე აუცილებელია ჩვენი წინამძღოლების თათბირის მოწვევა, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლებში პირველის თანასწორთა შორის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს თავმჯდომარეობით, რომელსაც აგრეთვე ამ თათბირის მოწვევის პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, 2018 წლამდე, როდესაც, თუნდაც რთულად, მაგრამ მაინც ბევრი პრობლემა წყდებოდა,“, - თვლის მიტროპოლიტი.

კვიპროსის იერარქი აფრთხილებს მიმდინარე კრიზისის შესაძლო საშიში შედეგების შესახებ.

„ეს გაუგებრობისა და ჩვენს შორის ერთობის წყვეტის მდგომარეობა, თავისი განვითარების შესაბამისად, ზედმიწევნით ამახინჯებს ყველაფერს, რასაც ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვიცავთ, ახლა კი, თუ ამ გზას გავაგრძელებთ, რომელსაც არსად არ მივყავართ, დროთა განმავლობაში ჩვენს ეკლესიებს ჩაკეტილ რელიგიურ ჯგუფებად გადავაქცევთ“, - აღნიშნავს მიტროპოლიტი ისაია.

მჟკ წერდა, რომ, კვიპროსის იერარქის აზრით, რმე-ის ეკზარქატი აფრიკაში მეუ-ს შექმნის შედეგია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ