უკრაინაში მიმდინარეობს უმე-ს დისკრიმინაცია,- მიტროპოლიტი თეოდოსი

ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: 112ua.tv

მთავრობა უგულვებელყოფს უმე-ს მრევლის მოწოდებებს შეაჩერონ ტაძრების რეიდერული მიტაცებები და მათი უკანონო გადაყვანა მეუ-ში "შავი" რეგისტრატორების მიერ,თქვა ეპისკოპოსმა. 

რამდენიმე წელიწადია უკრაინაში მიმდინარეობს დისკრიმინაციისა და ცილისწამების ორგანიზებული კომპანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მილიონობით მისი მრევლის წინააღმდეგ, თქვა ინტერვიუში 112ua.tv- სთან ჩერკასკისა და კანევის მიტროპოლიტმა თეოდოსმა. 

ეპისკოპოსის სიტყვებით, ამ კომპანიაში ჩართული არიან არამარტო მასმედია და რადიკალური დაჯგუფებები, არამედ ხშირად სახელმწიფო- სახელისუფლებო ორგანოებიც. "მიმდინარეობს გეგმაზომიერი  დისკრიმინაციული და ცილისმწამებლური საწინააღმდეგო კომპანია   უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მილიონობით მრევლის-დაწყებული უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრით, ეპისკოპოსების, მღვდლების ბერ-მონაზვნების, უბრალო სოფლის მრევლით დამთავრებული, რომელსაც არ უნდა თავისი ცხოვრების ბოლოს უღალატოს თავის რწმენას",-ისაუბრა მეუფე თეოდოსმა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად დარტყმის ქვეშ იმყოფება ტერნოპოლის, ლვოვის, როვნენის, სარნენის ლუცკის, ვინიცისა და მოგილიოვ-პოდოლსკის უმე-ს ეპარქიები, სადაც მიმდინარეობს ტაძრების რეიდერული მიტაცება მეუ-ს აქტივისტების მიერ ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით.

როგორც მაგალითი მეუფე თეოდოსმა მოიყვანა ვინიცის ოლქი, სადაც საოლქო ადმინისტრაციის "შავმა" რეგისტრატორებმა არაკანონიერად გადააფორმეს უმე-ს სამრევლოები მეუ-ში. ამასთან მორწმუნეების პროტესტზე მთავრობა არ რეაგირებს.

"მრევლი ვინიცის ეპისკოპოსებთან და სამღვდელოებასთან ერთად  მასობრივად გამოდიან პროტესტით ვინიცის საოლქო ადმინისტრაციულ შენობასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ეს არის "ხმა მღაღადებლისა უდაბნოს შინა", - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

თავის ეპარქიაში, ჩერკასკში სიტუაციაზე საუბრის დროს მიტროპოლიტმა ფეოდოსმა აღნიშნა, რომ აქ, უმე-ში სიტუაცია მშვიდია სამხარეო ადმინისტრაციასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების გამო, და ასევე მრავალწლიანი მეგობრობის გამო ჩერკასის მერთან ანატოლი ბონდარენკოსთან.

ამასთან ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად თავის ეპარქიაში სიმშვიდისა, ჩერკასკის სამღვდელოება და მორწმუნეები მხარს უჭერენ თავიანთ დევნილ ძმებსა და დებს დასავლეთ ოლქებში. "სახელმწიფო ორგანოების ან მასმედიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მორწმუნე ადამიანებზე ზეწოლასა და აგრესიაზე საუბრისას, ჩვენ, ჩერკასკის ეპარქიის მღვდელმსახურები და მორწმუნეები, ამ ყველაფერს აღვიქვამთ როგორც საკუთარ უბედურებას",-თქვა მიტროპოლიტმა ფეოდოსმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ში წლის განმავლობაში ააშენეს 22 ახალი ტაძარი მეუ-ს მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus