ფანარიოტებმა ბულგარელი იერარქი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, - სპიკერი

მიტროპოლიტი კიპრიანე სტამბულის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარში. ფოტო: скриншот видео со страницы facebook.com/ecumenicalpatriarchate

ეპიფანეს მოხსენიება ბულგარელი მიტროპოლიტის თანდასწრებით არ ნიშნავს ბულგარეთის ეკლესიის მიერ  მეუ-ს  აღიარებას.

დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი  თვლის, რომ ფანაროიტებმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს სტაროზაგორსკის მიტროპოლიტი კიპრიანე, როდესაც ლიტურგიაზე მისი თანდასწრებით ეპიფანე დუმენკო  მოიხსენიეს.

მღვდელმა აღნიშნა, რომ არ ღირს ამ სიტუაციის „დრამატიზირება“, რადგან მიტროპოლიტ კიპრიანეს თანდასწრებით დუმენკოს მოხსენიება „არ ნიშნავს ბულგარეთის  ეკლესიის მიერ მეუ-ს აღიარებას“.

 „ამ მოხსენიებით მიტროპოლიტმა ემანუელმა  უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო მეუფე კიპრიანე. მსგავსი რამ უკვე შეემთხვა სხვა ბულგარელ მღვდელმთავარსაც, პლოვდიველ მეუფე ნიკოლოზს, რომელიც მსახურობდა სადღაც საბერძნეთში და მისი თანდასწრებით  მეუ-ს მეთაური მოიხსენიეს. მან კი არა, მისი თანდასწრებით. ეს დაახლოებით 2 წლის წინ იყო“, - ყვებოდა მამა ნიკოლოზი.

ის დარწმუნებულია, რომ „ფანარიოტებისა და მათი მომხრეების მსგავსი გამოხტომები უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ  ან პროვოკაციებს უწყობენ სხვა ადგილობრივი ეკლესიების იერარქებს, რომლებიც უფრო ფრთხილები უნდა იყვნენ ფანარიონის წარმომადგენლებთან კონტაქტების დროს“.

ვიცი, რომ ბულგარეთის ეკლესია დისტანცირებულია მეუ-ს აღიარებისგან, ხოლო რმე-ის სინოდის აფრიკასთან დაკავშირებული ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ, აპირებს ამ პრობლემებისგან უფრო შორს დაიჭიროს თავი“, - ხაზი გაუსვა მღვდელმა.

ამავე დროს, თქვა მან, „მეუ-ს მომხრეები კვლავ აპირებენ  მოხსენიების ამ  ფაქტის გაზვიადებას და თავიანთ „გამარჯვებად“ გამოცხადებას. თუმცა ესეც იგივე ოპერიდან არის, როდესაც ცოტა ხნის წინ მათი ტერნოპოლის „მღვდელმთავარი“ ნესტორი (პისიკი) ფანარიონის წმინდა გიორგის ტაძარში რუმინეთის ეკლესიის ტირგოვიშსკის მიტროპოლიტ ნიფონის გვერდით დადგა, რომელიც ჩამოსული იყო  პატრიარქ ბართლომესთვის მოღვაწეობის თარიღის  მოსალოცად“. 

მამა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ „მაშინ მიტროპოლიტი ნიფონი სტუმრად იმყოფებოდა, ამიტომ  პატრიარქ ბართლომეს მიმართ უხერხულად მიიჩნია იმ ტაძრიდან გამოსვლა, სადაც განხეთქილების მონაწილე იმყოფებოდა, თუნდაც ის იქ ყველაზე ბოლოს იყო მიწვეული“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ბულგარეთის იერარქი მონაწილეობდა ლიტურგიაში ფანარიოტებტან ერთად, სადაც დუმენკოს იხსენიებდნენ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus