რმე-ში შეიქმნა აფრიკის საპატრიარქო ეკზარქატი

30 დეკემბერი 2021 20:20
0
რმე-ს იურისდიქციაში ალექსანდრიის საპატრიარქოს აფრიკის რვა ქვეყნის 102 კლირიკოსი გადავიდა : ფოტო.patriarchia.ru რმე-ს იურისდიქციაში ალექსანდრიის საპატრიარქოს აფრიკის რვა ქვეყნის 102 კლირიკოსი გადავიდა : ფოტო.patriarchia.ru

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლეიის იურისდიქციაში მიიღეს ალექსანდრიის საპატრიარქოს 102 კლირიკოსი აფრიკის რვა ქვეყნიდან.

რუსეთის  მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადასტურა, რომ შეუძლებელია შემდგომშიც უარის თქმა  ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლსესიის კლირიკოსებისთვის, რომლებიც წარადგენდნენ შესაბამის მოთხოვნებს მათი მოსკოვის საპატრიარქოს ომოფორქვეშ მიღების შესახებ, იუწყება patriarchia.ru.

2021 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რმე-ს სინოდმა განაჩინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში ალექსანდრიის საპატრიარქოს აფრიკის რვა ქვეყნის 102 კლირიკოსის მიღება მათ მიერ ადრე წარდგენილი თხოვნების შესაბამისად.

რმე-ს სინოდმა აგრეთვე განაჩინა ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის შემადგენლობაში აფრიკის  საპატრიარქო ეკზარქატის შექმნა და აფრიკის საპატრიარქო ეკზარქატის მეთაურს „კლინსკის“ ტიტული ჰქონდეს. კლინსკის მიტროპოლიტად, აფრიკის საპატრიარქო ეკზარქად დაინიშნოს ერევნისა და სომხეთის არქიეპისკოპოსი ლეონიდე ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის მართვისა  და სამხრეთ აფრიკის ეპარქიის დროებითი მართვის დავალებით. აგრეთვე განთავისუფლდეს უწმინდესი ლეონიდე სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და შეუნარჩუნდეს ერევან-სომხეთის ეპარქიის დროებითი მმართველობა.

ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის სამოძღვრო პასუხისმგებლობის სფეროში შევიდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რესპუბლიკა კამერუნი, რესპუბლიკა სამხრეთ სუდანი, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალის ფედერაციული რესპუბლიკა, სეიშელის კუნძულების რესპუბლიკა და მათგან ჩრდილოეთით აფრიკის დანარჩენი სახელმწიფოები. მასში აგრეთვე შევიდა ეგვიპტის არაბეთის რესპუბლიკის, ტუნისის რესპუბლიკისა და მაროკოს სამეფოს  მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიის სამრევლოები. ჩრდილოეთ აფრიკის საეპარქიო მღვდელმთავარს უნდა ჰქონდეს „კაიროსა და ჩრდილოეთ აფრიკის“ ტიტული.   

სამხრეთ აფრიკის ეპარქიის სამოძღვრო პასუხისმგებლობის სფეროში შედის სან-ტომესა და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რესპუბლიკა კონგო, გაბონის რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა, რესპუბლიკა კენია, რესპუბლიკა უგანდა, რესპუბლიკა მადაგასკარი მათგან სამხრეთით აფრიკის დანარჩენი სახელმწიფოები. სამხრეთ აფრიკის ეპარქიის შემადგენლობაში აგრეთვე შევიდა მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიის სამრევლოები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. სამხრეთ აფრიკის საეპარქიო მღვდელმთავარს უნდა ჰქონდეს „იოჰანესბურგისა და სამხრეთ აფრიკის“ ტიტული.  

როგორც მჟკ იუწყებოდა, პატრიარქ თეოდორეს მეუ-ს მეთაურთან თანამსახურების შემდეგ ალექსანდრიის ეკლესიის კლირიკოსების მთელმა  რიგმა უარი განაცხადა განხეთქილების მონაწილეებთან ურთიერთობაზე. ღვთისმეტყველმა, მღვდელმა  გიორგი მაქსიმოვმა სტატიაში საიტზე Православие.Ru განმარტა, თუ რატომ უბიძგა რმე-ს ალექსანდრიის პატრიარქის  2019 წლის 8 ნოემბრის  საეკლესიო ურთიერთობამ  განხეთქილების მონაწილეებთან, რომ  აფრიკაში თავისი იურისდიქცია  გაეხსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ელადისა და კვიპროსის  ეკლესიებისგან განსახვავებით, მეუ-ს აღიარების გადაწყვეტილება ამე-ს მმართველი და ვიკარული მღვდელმთავრების მიერ შედარებით ერთსულოვანი იყო (თუმცა პატრიარქ თეოდორე II-ს ერთპიროვნული  გადაწყვეტილებაზე სრული თანხმობა მიღებული იყო მოგვიანებით) - უამრავი მოქმედი კლირიკოსისა და აგრეთვე ცალკეული არამოქმედი მღვდელმთავრის წინააღმდეგობასთან ერთად.

მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის ეკლესიის ათეულობით კლირიკოსი ითხოვდა მათ მიღებას რმე-ში მას შემდეგ, რაც ისინი უშედეგოდ ითხოვდნენ მეუ-ს აღიარების გადაწყვეტილების გადახედვას. ახლა მათი თხოვნა დაკმაყოფილებულია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ