უმე-ს იერარქმა დაასახელა წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში

31 დეკემბერი 2021 23:20
27
დიდი ლიტანიობა კიევში. ფოტო: pravlife.org დიდი ლიტანიობა კიევში. ფოტო: pravlife.org

ბარიშევსკის ეპისკოპოსი ვიქტორი ყვებოდა ამ წლის ყველაზე  მნიშვნელოვან მოვლენებზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში.

უმე-ს იერარქმა დაასახელა ეკლესიის ცხოვრებაში ამ წლის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ბერძნულ მასმედიასთან ინტერვიუში ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ძალზე რთულ პირობებში უწევს მსახურება, იუწყება «New-Politics». სამღვდელოება და მრევლი მუდმივად  განიცდიან აგრესიას უკრაინული პოლიტიკუმისა და მასმედიის  მხრიდან, აგრეთვე იმათგან, ვინც თავს მეუ-ს წევრებად თვლის.

1. დიდი ლიტანიობა კიევში.

2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ეპისკოპოსმა ვიქტორმა დაასახელა შუა ზაფხულის დიდი ლიტანიობა კიევში, სადაც 350 ათასი ადამიანი შეიკრიბა. 

 აღსანიშნავია, რომ ის პანდემიის პირობებში მიმდინარეობდა, თეორიულად კი ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო  უფრო მეტ ადამიანს. რით არის ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ეს მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ ხალხს ღვთის უდიდესი რწმენა გააჩნია. მეორე, რომ უკრაინის მორწმუნეთა უმრავლესობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია“, - ხაზი გაუსვა იერარქმა.

უმე-ს იერარქმა დაასახელა  წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში фото 1
დიდი ლიტანიობა კიევში. ფოტო: pravlife.org

2. საზოგადოებრივი კავშირის  «Миряне»-ს შექმნა.

ბარიშევსკის ეპისკოპოსმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი კავშირის  «Миряне»-ს შექმნის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ მორწმუნეებს მობეზრდათ „მდუმარე უმრავლესობად“ ყოფნა. ისინი მიხვდნენ, რომ ეკლესია ახლა დაცვასა და მხარდაჭერას საჭიროებს.

 როგორც იცით, უკრაინაში მიღებულია ანტიეკლესიური კანონები, რომლებიც ახლა ართულებენ ჩვენს ცხოვრებას, ვინაიდან ზოგიერთო მოხელე ახორციელებს უმე-ს თემების უკანონო გადარეგისტრირებას და  ამ კანონებს ჩვენი ეკლესიების რეიდერული მიტაცებისთვის იყენებს“, - ხაზი გაუსვა ღვთისმსახურმა.

იერარქი ყვებოდა, რომ ამ არასამართლებრივ ქმედებებს «Миряне»-მ ქვეყნის კანონი და კონსტიტუცია დაუპირისპირა.

 ეკლესია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც აგრეთვე უკრაინის მოქალაქეები არიან და გარდა მოვალეობებისა, მათ უფლებებიც გააჩნიათ. "Миряне" ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ უფლებების რეალიზება, რომელთა გარანტს კონსტიტუცია წარმოადგენს. დღესდღეობით ამ მოძრაობის რეგიონული განყოფილებები პრაქტიკულად უკრაინის ყველა რეგიონშია. ის აერთიანებს ყველა იმ მორწმუნეს, ვისაც  ჩვენი ეკლესიის ბედი აღელვებს“, - თქვა ეპისკოპოსმა.

მან "Миряне" მართლმადიდებლურ საძმოებს შეადარა, რომლებიც  XVIXVII საუკუნეებში ქვეყანაში კათოლიციზმის გავრცელების დროს აქტიურად მოქმედებდნენ თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე. ორგანიზაციის ამოცანა მდგომარეობს მორწმუნეთა ინტერესების სამართლებრივ დაცვაში, საგანმანათლებლო, მისიონერულ საქმიანობაში, ეკლესიების მიტაცებისგან დაცვაში, ახალი ეკლესიების მშენებლობის ხელშეწყობაში. 

"Миряне" ეკლესიის ერთგული მსახურია, რომელიც ჩვენი ხალხის მართლმადიდებლური იდენტობის შენარჩუნებას ცდილობს“, - დაასკვნა იერარქმა.

უმე-ს იერარქმა დაასახელა  წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში фото 2
საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ერისკაცების'' აქცია. ფოტო: facebook.com/miryany.offpage

3. უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება (გაეროს აუკ).

ბარიშევსკის ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებული იყო 2021 წლის 11 ნოემბერს. ის  მიუთითებს სახელმწიფოს მიერ თავისი საერთაშორისო მოვალეობების შეუსრულებლობაზე და შეშფოთებას გამოხატავს იმ ცნობების გამო, რომლებიც უმე-ს მორწმუნეთა უფლებების დარღვევას ეხება.

იმ მრავალრიცხოვან ცნობებთან დაკავშირებით, რომლებიც მეუ-ს მხრიდან უმე-ს ერთგულებზე მუქარისა და ძალადობის ფაქტებს ეხება, კომიტეტმა მოუწოდა უკრაინას ეფექტურად განახორციელოს რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების გარანტია, მათ შორის ეკლესიების ძალადობისა და მუქარისგან დაცვის უზრუნველყოფის გზით, აგრეთვე უზრუნველყოს ძალადობის ფაქტების ოპერატიული გამოძიება და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

 ცენტრალური ხელისუფლების ოფიციალურად  ნეიტრალური პოზიციისა და სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ განვიცდით ზეწოლას. მართალია, ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება - ბანალური შეურაცხყოფიდან და ფიზიკური ძალადობიდან უმე-ს წარმომადგენელთა ბლოკადამდე ყველა დონეზე“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

უმე-ს იერარქმა დაასახელა  წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში фото 3
გაეროს სხდომა ადამიანის უფლებების დაცვაზე. ფოტო: globallookpress.com

4. პარაკლისები უმე-ს დასაცავად

იერარქმა აღნიშნა, რომ 2021 წლის 15 ივნისის პარაკლისი განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო, რადგან უმე-ს 20 ათასზე  მეტი მორწმუნე გამოვიდა უმაღლეს რადასთან, შემდეგ კი ისინი პრეზიდენტის აპარატისკენ გაემართნენ, რომ წარედგინათ თავიანთი კანონპროექტი ანტიეკლესიური კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით. მან აგრეთვე ახსენა ხალხმრავალი ლოცვითი დგომა ვინიცკის სსა-თან, რომლის მიზეზი იყო უმე-ს თემების უკანონო გადარეგისტრირება მეუ-ს სასარგებლოდ.

უმე-ს იერარქმა დაასახელა  წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში фото 4
ლოცვით დგომა 2021 წლის 15 ივლისს კიევში. ფოტო: church.ua

5. საერთაშორისო კონფერენცია „ეკლესიის კრებითობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული ასპექტები“.

მნიშვნელობით მეხუთე მოვლენად ბარიშევსკის ეპისკოპოსმა დაასახელა საერთაშორისო კონფერენცია „ეკლესიის კრებითობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული ასპექტები“. ის ჩატარდა კიევო-პეჩერის ლავრაში 2021 წლის 11 ნოემბერს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შვიდი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებმა.

ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღნიშნა, რომ კონფერენციის ძირითადი თემა იყო კანონიკური პასუხის გაცემა უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს არაკანონიკურ ქმედებებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ფანარიონის ახალი სწავლება მსოფლიო მართლმადიდებლობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და პატრიარქის განსაკუთრებული მდგომარეობის შესახებ, რომელსაც პატრიარქი ბართლომე, ამერიკელი არქიეპისკოპოსი ელპიდოფორე, ქალკედონელი მიტროპოლიტი ემანუელი, სხვა ღვთისმეტყველები, კონსტანტინოპოლისა და სხვა ბერძნულენოვანი ეკლესიების იერარქები  ქადაგებენ,  მთელი მართლმადიდებლობისთვის მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევენ.

იერარქი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის შემდგომი ბედი გარვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში.

უმე-ს იერარქმა დაასახელა  წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში фото 5
საერთაშორისო კონფერენცია  «საეკლესიო საბჭო : ღვთისმეტყველური, კანონიკური და ისტორიული ასპექტები». ფოტო: kdais.kiev.ua

მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ს სინოდმა  2021 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები განსაზღვრა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ