პატრიარქმა თეოდორემ განაცხადა,რომ მართლმადიდებლები და მუსლიმები ძმები არიან

29 დეკემბერი 2021 23:02
65
ალექსანდრიის ეკლესიის მეთაური და მუჰამედ ელ ამირი. ფოტო: romfea.gr ალექსანდრიის ეკლესიის მეთაური და მუჰამედ ელ ამირი. ფოტო: romfea.gr

ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურის თქმით, მუსლიმებისა და მართლმადიდებლების ჰარმონიული თანაცხოვრება ქრისტეს გზავნილია.

ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თეოდორემ განაცხადა, რომ მართლმადიდებლების და მუსლიმების ჰარმონიული თანაარსებობა ,,ზეციური მადლია’’, იუწყება amna.gr.

საშობაო ლიტურგიას, რომელიც აღავლინა ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ, საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ეგვიპტის მუსლიმები და ელ აზჰარის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იმამ მოჰამედ ელ ამირიც ესწრებოდნენ.

პატრიარქმა თეოდორემ სიტყვა წარმოტქვა , რომ ქრისტიანები და მუსლიმები „ძმები არიან ერთი ზეცის ქვეშ“.

გარდა ამისა, კოპტური ეკლესიის მეთაურთან ტავარდოსთან სიტყვით გამოსვლისას, პატრიარქმა თეოდორემ აღნიშნა, რომ „თქვენი ბრძოლა ასევე მნიშვნელოვანია მუსლიმებთან ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის, რადგან ეს არის ქრისტეს და მსოფლიოს გზავნილი“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის უფროსმა მუსლიმები დალოცა და თქვა, რომ ისინი ქრისტიანების ნათესავები არიან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ