თურქეთში კიდევ ერთი ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა

28 დეკემბერი 2021 19:19
102
მეჩეთის გახსნა. ფოტო: twitter.com/DIBAliErbas მეჩეთის გახსნა. ფოტო: twitter.com/DIBAliErbas

თურქეთის პროვინცია ედირნეში, შუა საუკუნეების დროინდელი ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა.

თურქეთის პროვინცია ედირნეში, აია სოფიას  შუა საუკუნეების ბიზანტიურ ტაძარში მეჩეთი გაიხსნა, იუწყება riafan.ru

„გასულ წელს სტამბოლში აია სოფიას მეჩეთის გახსნის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვიკრიბებით აქ ენეზ-ი-შერიფის აია სოფიას მეჩეთის გასახსნელად“, - თქვა ალი ერბაშმა, რელიგიურ საქმეთა ოფისის ხელმძღვანელმა.

გახსნის ცერემონია შენობის საბოლოო რეკონსტრუქციის შემდეგ გაიმართა.

აინოსის აია სოფიას ეკლესია აშენდა XII საუკუნეში, რომელიც პირველად მეჩეთად გადაკეთდა 1456 წელს. 1965 წელს იგი მიწისძვრამ დაანგრია.

მჟკ წერდა, რომ თურქეთში სოფიას მეჩეთად გადაქცევა წლის მთავარ მოვლენად ითვლება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ